ბრაკონიერებმა ერთადერთი მდედრი თეთრი ჟირაფი და მისი ნაშიერი მოკლეს
ბრაკონიერებმა ერთადერთი მდედრი თეთრი ჟირაფი და მისი ნაშიერი მოკლეს
ბუნების დაცვის წარმომადგენლების თქმით, ბრაკონიერებმა კენიის ნაკრძალში ბინადარი ერთადერთი თეთრი მდედრი ჟირაფი და მისი ნაშიერი მოკლეს. შედეგად მხოლოდ ერთი მამრი თეთრი ჟირაფი დარჩა.

ორი მკვდარი ჟირაფის ჩონჩხი  ნაკრძალის ტერიტორიაზე ბუნების დამცველებმა აღმოაჩინეს.

2017 წელს თეთრი ჟირაფის ფოტო/ვიდეო მასალის გავრცელებას საზოგადოებაში დიდი ინტერესი მოჰყვა. ცხოველმა 2019 წელს გააჩინა შვილი, რომელიც ასევე თეთრი შეფერილობით გამოირჩეოდა.

Zooclub

ჟირაფების თეთრი შეფერილობა არა ალბინიზმით, არამედ გამოწვეულია ლეიკიზმით, რომელიც ყველა ტიპის პიგმენტაციის არ არსებობას გულისხმობს.

ბუნების დამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც რეინჯერებმა ჟირაფების მკვლელობა დაადასტურეს, "ყველაზე სევდიანი" დღე იყო იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც
ამ ცხოველებს იცავდნენ და დიდი დანაკარგი მეცნიერებისთვის. ასევე, ტურისტებისთვის, რომელთა უმეტესობა ნაკრძალს, სპეციალურად ამ ორი
ულამაზესი ცხოველის სანახავად სტუმრობდა.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?