ჯანმრთელობა
ტექსტის ზომა + -
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძაღლი სტრესულ მდგომარეობაშია?
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ძაღლი სტრესულ მდგომარეობაშია?
ისევე, როგორც ადამიანებს, სტრესი ძაღლებსაც ემართებათ. შეგიძლიათ მიხვდეთ, როცა თქვენი ბინადარი გაღიზიანებული, შეშინებული და დასტრესილია? თუ მარტივად ხვდებით მის განწყობას, მდგომარეობიდან გამოყვანას სწრაფად შეძლებთ.

ქვევით ჩამოთვლილია სპეციალისტების მიერ შედგენილი ძაღლებში სტრესისგან გამოწვეული სიმპტომების ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

სუნთქვის გართულება (თითქოს ძაღლს სცხელა, მაშინაც კი, როცა ცივი ამინდია);

ყოველ წუთს პირის გალოკვა;

მოღუშული წარბები (როცა შუბლზე ნაკეცები უჩნდება);

ამოძუებული კუდი (იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენი ძაღლისთვის დამახასიათებელი არ არის. დაიმახსოვრეთ, ზოგიერთ ჯიშს კუდი ბუნებრივად ქვევით აქვს და ეს ნორმალურია);

გახშირებული მთქნარება;

ცქმუტვა, პერიოდულად დაბალ ხმაზე უმიზეზო წკმუტუნი; 

მადის დაკარგვა;

დამალვა (როცა ძაღლს პატრონი ეძახის და ის იმალება ან არ რეაგირებს);

თუ თქვენს ბინადარს რამდენიმე დღის განმავლობაში შეამჩნევთ ზემოთ ჩემოთვლილი სიმპტომებიდან ნახევარზე მეტს მაინც, ძაღლი განიცდის სტრესს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი სტრესის დროს -გაურბიხართ ადამიანებთან კონტაქტს, არ გაქვთ ქუჩაში გასვლის სურვილი, კარგავთ მადას და ა.შ. არ გაგიკვირდეთ, თუ სტრესის დროს თქვენი ძაღლიც არ გამოგყვებათ სასეირნოდ, არ გამოგართმევთ გემრიელ სასუსნავს და თქვენ დაძახილზე არ
მოახდენს რეაგირებას.

რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?

თუ ხვდებით, რომ თქვენს ძაღლს აქვს სტრესი, აუცილებლად დაეხმარეთ განტვირთვაში. პირველ ყოვლისა, შეეცადეთ მიხვდეთ მიზეზს. ეს შესაძლოა იყოს საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა, ახალი ადამიანები, ცხოველები, ნივთები, ხმაური, სიცივე და ა.შ. ისევე, როგორც ადამიანზე, ძაღლისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოპირობებს.

შეეცადეთ, არ შეაწუხოთ ამ დროს ძაღლი გადამეტებული ყურადღებით. მიუახლოვდით მას და რამდენიმე წამით მოეფერეთ;

აიღეთ თქვენი შინაური ბინადრის სათამაშო და მის სიახლოვეს გააკეთეთ იმიტირება - ვითომ თამაშობთ;

თუ ეზოში გაგყავთ, იმაზე მეტი დრო დაუთმეთ სეირნობას, ვიდრე მანამდე;

უყიდეთ საყვარელი სასუსნავი და თქვენი ხელითვე მიაწოდეთ.

დაიმახსოვრეთ, იმისთვის, რომ ძაღლმა მალე დაძლიოს სტრესული მდგომარება, გამოიყენეთ ყველა ის საშუალება, რაც მას აქამდე აბედნიერებდა. იმ შემთხვევაში, თუ თქვენმა ცდამ უშედეგოდ ჩაიარა, კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
მიტოვებული ძაღლის სტრესი და ფსიქიკა
რა ემართება ძაღლს, როცა მას პატრონი ტოვებს?
02.12.2014
ძაღლები სასამართლო დარბაზში: ოთხფეხა ფსიქოლოგები, რომლებთან ერთადაც ყველა შიში დაძლეულია (+ვიდეო)
ჩვენების მიცემა სასამართლო დარბაზში ყოველთვის რთული და უსიამოვნოა.
21.08.2015
საახალწლო ფოიერვერკის ხმამ შესაძლოა ძაღლებში ნევროზი გამოიწვიოს
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ძაღლების 30 %-ს ახალი წლების შემდეგ უვითარდებათ არაადეკვატური ქცევები, რაც სტრესისა და
06.01.2016
ბოლო სიახლეები
ძაღლს, რომელიც წვიმაში მიატოვეს, განძრევისაც კი ეშინოდა
ძაღლს, რომელიც ცივ თავსხმა წვიმაში მინი-მარკეტის წინ იდგა, სასოწარკვეთილებისგან განძრევაც კი არ შეეძლო.
09.12.2016
ჟირაფები გადაშენების პირას აღმოჩდნენ
მეცნიერებმაბოლო 30 წლის მანძილზე ჟირაფების პოპულაციის მკვეთრი დაცემა დააფიქსირეს.
09.12.2016
ცნობენ თუ არა ძაღლები ერთმანეთს გარეგნობით?
"ერთ დღეს ძაღლის მფლობელმა იეჭვა, რომ მისი მოპსი იმავე ჯიშის შინაურ ბინადარს ცნობდა. პატრონის აზრით, ცხოველი
09.12.2016
საშინელი წყალდიდობის დროს, მამაკაცი მზად იყო, ვერტმფრენში ძაღლისთვის საკუთარი ადგილი დაეთმო (+ვიდეო)
ესპანეთის ქალაქ მალაგაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად არაერთი საცხოვრებელი
08.12.2016
მაჩვზე უკანონოდ ნადირობისთვის კახეთში რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს
მაჩვზე უკანონოდ ნადირობისთვის კახეთში რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით,
07.12.2016
გიგანტური ანაკონდა მკვდარი იპოვეს. ვერ წარმოიდგენთ, რა აღმოაჩინეს მის მუცელში…
მიუხედავად იმისა, რომ ანაკონდები შხამიანები არ არიან, ამ დიდი რეპტილიის მიმართ დიდმა შიშმა მრავალი ცხოველი შეიძლება იმსხვერპლოს,
07.12.2016
ავსტრალიაში კოალა დახრჩობას გადაარჩინეს (+ვიდეო)
ავსტრალიელმა, მუზამილ პატელმა ცხოველი მდინარეში შეამჩნია და მაშინე მის დასახმარებლად გაეშურა.
07.12.2016
ამ ძაღლს  წარმოდგენა არ აქვს,  რა დააშავა (+ვიდეო)
ძაღლი ჰლოე მოსიყვარულე და ერთგული შინაური ცხოველია, თუმცა, როდესაც
07.12.2016
შფოთიანი ბრმა თხა, რომელიც მხოლოდ იხვის კოსტუმის ჩაცმით წყნარდება
ბრმა თხა პოლის მძიმე ცხოვრება ქონდა. ნერვიულ პრობლემებთან ერთად, საწყალ ცხოველს ძლიერი შფოთიც აწუხებდა,
05.12.2016
მადლიერი კენგურუ თავის გადამრჩენელთან ჩასახუტებლად ყოველდღე ბრუნდება
გაიცანით კენგურუ აბიგეილი, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი
04.12.2016

გასაჩუქებელი
ნაპოვნი
დაკარგული
რუსთავში დაიკარგა გერმანული ნაგაზის მეტისი ”ბინკი”!
08.09.2016
დიდი დიღმის ტერიტორიიდან დაიკარგა ხვადი კურცჰაარი.
10.09.2016
ავჭალიდან დაიკარგა 7 თვის ხვადი აზიური ნაგაზი.
01.12.2016
ფოტოგალერეა
გამოკითხვა
უნდა იზრდებოდეს თუ არა ბავშვი ცხოველის, ან ცხოველების გარემოცვაში?