ძაღლის ქცევის კორექსიის სპეციალისტებმა შეისწავლეს 250 ფოტო, სადაც პატრონები
თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს ეხუტებიან. სურათებზე გარკვევით ჩანს, რომ ძაღლები აღფრთოვანებულნი არ არიან პატრონის ქმედებით. უმეტესობა მათგანი თავს გვერდით წევს, ყურები თავთან აქვთ მიკრული და თვალები დახუჭული- ყოველივე შფოთისა და სტრესის ნიშანია. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სურათში აღბეჭდილი ძაღლების 82% გამოხატავს, სულ მცირე, სტრესის ერთ სიმპტომს.
ადამიანებისთვის ჩახუტება სითბოსა და სინაზის გამოხატვას ნიშნავს. ასევე, დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ მდგომარეობასა და იმუნიტეტზე, მაგრამ ცხოველი ამას თავისუფლების შეზღუდვად აღიქვამს, რომელიც შესაძლოა იყოს განგაშ
ის და მტრობის ნიშანი.
მკვლევარების თქმით, თუ ძაღლი საშიშროებას გრძნობს, ის შეეცდება გაქცევას, მაგრამ თუ ამის შესაძლებლობა არ აქვს, ის იწყებს თავდაცვას. ჩახუტების დროს, შესაძლოა, შინაურმა ბინადარმა პატრონს უკბინოს, იმ შემთხვევაში, თუ ის არსებულ სტრესს ვერ გაუმკლავდა. ამ დროს მას არ ექნება დანაშაულის შეგრძნება, მაგრამ შეიძლება "მონანიების ცრუ" დემონსტრირება მოახდინოს.
იმისთვის, რომ ძაღლს თქვენი სიყვარული აჩვენოთ, საკმარისია, ბეწვზე ხელი გადაუსვათ ან მოეფეროთ მუცელზე. ამ მოქმედებით ძაღლი დიდ სიამოვნებას იღებს.
ასევე იხილეთ:
ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებიანრატომ აკეთებს კატა ამას? დროა, გავიგოთ მათი მთავარი საიდუმლო11 ფაქტი: რა არ მოსწონთ ძაღლებს ადამიანებისგან?