კაცმა ტყეში ხელნაკეთი კარავი ნახა. ის, რაც შიგნით დახვდა, ენით ვერ აღიწერება
კაცმა ტყეში ხელნაკეთი კარავი ნახა. ის, რაც შიგნით დახვდა, ენით ვერ აღიწერება
უილსონ მარტინს კოუტინიომ სახელი იმით გაითქვა, რომ მთელი ცხოვრება ცხოველების გადარჩენას მოანდომა. იგი ხელს ჰკიდებდა, ერთი შეხედვით, სრულიად უიმედო შემთხვევებს. მაგრამ ის, რაც მან ერთხელ ტყეში იპოვა, არც ერთ ჩარჩოში არ ჯდება. ეს ამბავი მისი საქმიანობის ისტორიაში ყველაზე შოკისმომგვრელი იყო.

ტყეში მამაკაცმა თვითნაკეთი კარავი იპოვა, სადაც ცოტა საჭმელი იდო. გარდა ამისა, ამ კარავში საწყალი დაჭრილი არსება იწვა.

Zooclub

ძაღლი ძალიან გამხდარი და ჭრილობებით სავსე იყო, მაგრამ მაინც განაგრძობდა სიცოცხლისთვის ბრძოლას. ნათელია, რომ ის ასეთ უიმედო მდგომარეობაში ვიღაცამ ტყეში დატოვა, ხოლო საჭმელმა
რამდენიმე დღით მისი ტანჯვა გაახანგრძლივა.

ძაღლმა უსაზღვრო სიხარული გამოხატა ადამიანის დანახვისას და გაცნობის პირველი წამიდანვე  მხსნელისადმი სიმპატიით
განეწყო.

Zooclub

კოუტინიომ დაუფიქრებლად წაიყვანა ძაღლი სახლში. იშვიათად გვხვდება ასეთი შეუვალი მოქმედება მსგავს საკითხებში.

Zooclub

ძაღლის უმძიმესი ღია ჭრილობები სავსე იყო მატლებითა და პარაზიტებით. ის ცოცხლად ლპებოდა.

Zooclub

ბედმა ამ ძაღლს კეთილი და მზრუნველი ადამიანი გამოუგზავნა. შესაძლოა, სწორედ მასთან ერთად ცხოვრებით იგი მიხვდება, თუ რა არის ნამდვილი ადამიანური სიყვარული.

Zooclub

ძაღლს ყველა აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ის ნელ-ნელა გამოვიდა მდგომარეობიდან. მის გამოსაჯანმრთელებლად მუშაობა სწორი მიმართულებით მიდიოდა.

Zooclub

დროთა განმავლობაში, მისი ჭრილობები შეხორცდა. კოუტინიოს მზრუნველობა და სიყვარული ძაღლში სიცოცხლის სურვილს აძლიერებდა.

Zooclub

მკურნალობის შემდეგ ძაღლი სრულიად გამოჯანმრთელდა.

Zooclub

აი ასეთი განსხვავებულები არიან ადამიანები - ერთნი აგდებენ და სიკვდილისთვის სწირავენ ძაღლს, ხოლო მეორენი -  მათ მთელი ძალისხმევით უვლიან. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მარტინ კოუტინიოს მსგავსი ადამიანები ჩვენს სამყაროში უფრო მეტი იქნება და მადლობა მას იმისთვის, რასაც აკეთებს!

Zooclub
lia
ცრემლების გარეშე ვერ წავიკითხე. ძალიან მებრალებიან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ცხოველები და მოხუცები.
თამარი-s
ძალიან საყვარელი ხარ, ვუერთდები შენს ნატვრას, ღმერთმა სიკეთე და სიყვარული არ მოგაკლოს.
ika
სიკეთეს ბევრი აკეთებს, იმიტომ რომ მათ ასე უნდათ და მათი სულიერი მოთხოვნაა-კიდევ კარგი რომ ისინი არსებობენ.
თამარი
ინგლისურის მასწავლებელმა დაგვავალა თქვენი ოცნებები დაწერეთო ზოგმა დაწერა მე მინდა : პლანშეტიო,ოქროს როლიკებიო და ათასი სხვა რამ,ხოლო როდესაც მე დავწერე მინდა ყველა ადამიანმა ადამიანობა ისწავლოს და უმწეო ცხოველებს თავი დაანებოს-თქო,ყველამ გაკვირვებული შემომხედა,ნუთუ მართლა ესაა შენი ნატვრაო? და ჩაიცინეს.მინდა ყველა ადამიანმა ადამიანობა ისწავლოს და ამ უმაგრეს და სულგრძელ ადამიანს მიბაძოს!! მიხარია,რომ ასეთები დედევ არსებობენ :)
თაკო
ეს კაცი, ჩემთვის გმირია, რადგან ეს ძაღლი ერთ-ერთია, იმ უამრავთანაგ, რომელიც მას გადაურჩენია. ასობით ძაღლი, კატა, ცხენი, ღორი და სხვა ცხოველები ყავს გადარჩენილი და დაბინავებული. უდიდესი ადამიანია და ვოცნებობ, ყველანი მისნაირები ვიყოთ!!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?