ყველაზე პატარა ძაღლი მსოფლიოში (+ვიდეო)
ყველაზე პატარა ძაღლი მსოფლიოში (+ვიდეო)
გაიცანით ჰოუფი, თოი პუდელი, რომელიც  თავის და-ძმასთან შედარებით პატარა დაიბადა.  ვეტ-ექიმები ამბობდნენ, რომ ის დაბადებიდან 48 საათზე მეტს ვერ იცოცხლებდა. თუმცა, პატარა ლეკვი მებრძოლი აღმოჩნდა და ის უკვე 4 თვისაა.

ჰოუფი კანადაში ცხოვრობს პატრონთან ერთად, მას ძალიან უყვარს თამაში. პატრონის თქმით, ლეკვს სპეციალური მოვლა სჭირდება. მისი დიეტა გამოცდილმა ვეტერინარებმა შეადგინეს.

ჰოუფი ძალიან ენერგიული და მხიარული ლეკვია. მისი წონა 300 გრამს შეადგენს, თუმცა, მცირე ზომები მას სირბილსა და პატრონთან თამაშში ხელს არ უშლის. 

ამ დრომდე "ყველაზე პატარა ძაღლის" ტიტულს ძაღლი, სახელად სვითი (sweetie) ატარებდა, თუმცა, ის
რამდენიმე თვის წინ დაიღუპა. სვითი 400 გრამამდე იწონიდა.

იხილეთ ვიდეო ,სადაც ჰოუფი თავის პატრონს ეთამაშება. 

ასევე იხილეთ:

ჩინეთში ყველაზე ლამაზი ქათამი გამოავლინეს

ძაღლი, რომელსაც კონკურსის მოგება სურდა, თუმცა...

13 ყველაზე უშნო ძაღლი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?