ძაღლის პატრონი მამაკაცები ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან
ძაღლის პატრონი მამაკაცები ქალებისთვის უფრო მიმზიდველები არიან
"მამკაცისთვის ძაღლის ყოლა ქალებთან ურთიერთობის წარმატებას ზრდის."- ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი სოციოლოგები.

ბრიტანეთში ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, კითხვით - "რა განსაკუთრებული თვისებები უნდა ახასიათებდეს მამაკაცს იმისთვის, რომ ქალის ყურადღება მიიქციოს ან პირიქით." ყოველი მეხუთე ქალბატონის პასუხი იყო, რომ მამაკაცის ერთ-ერთი ძირითადი თვისება ცხოველების სიყვარული და ძაღლის ყოლაა. კვლევებით ნათელი გახდა, რომ მამაკაცები, რომლებსაც ოთხფეხა ბინადარი ჰყავთ, სხვებთან შედარებით, მეტად მიმზიდველები არიან.

ქალის აზრით, ძაღლი მამაკაცს მეტად მიმზიდველს ხდის, ვიდრე მისი მდიდრული სახლი (12%) ან სოლიდური ხელფასი (11%). ყოველ მეოცე ქალბატონს აინტერესებს ისეთი მამაკაცი,
რომელიც ძვირადღირებულ ტანსაცმელს იცვამს, ხოლო 6 %-ს ხიბლავს მამაკაცის ძვირადღირებული ავტომობილი. ამ კვლევებმა სრულიად შეცვალა
მითი ზოგად წარმოდგენაზე, თუ რა ხიბლავს ქალს საპირისპირო სქესში.

პარალელურად ჩატარდა კვლევა, თუ რა მოსწონთ მამაკაცებს ქალებში:

ქალი, რომელიც აგრძნობინებს მამაკაცს, რომ ის ძლიერი და ჭკვიანია, აუცილებლად მოიგებს საპირისპირო სქესის გულს. ამიტომ მამაკაცების 40% აფასებენ იმ ქალებს, რომლებიც ხშირად ეუბნებიან მათ კომპლიმენტებს.

ასევე იხილეთ:

ძაღლის ჯიშები, ადამიანის ხასიათის მიხედვით

კატები წნევას დაბლა სწევენ და მამაკაცის სიცოცხლეს ახანგრძლივებენ

რატომ უყვარს ადამიანს კატა?
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?