ყოველ დღე ეს ხანშიშესული ქალბატონი ოთხ საათზე იღვიძებს, რომ 1300 უსახლკარო ძაღლი გამოკვებოს
ყოველ დღე ეს ხანშიშესული ქალბატონი ოთხ საათზე იღვიძებს, რომ 1300 უსახლკარო ძაღლი გამოკვებოს
ბოლო 6 წლის მანძილზე, რამოდენიმე ასაკოვანი ქალბატონი 1000-ზე მეტ უსახლკარო ძაღლს უვლის. ძაღლები უსახლკარო ცხოველებისთვის განკუთვნილ თავშესაფარში ცხოვრობენ. ყოველ დილით ძაღლები 400 კილო გემრიელ საჭმელს მიირთმევენ.

Zooclub

თავშესაფარი ჩინეთში, შენსის პროვინციაში მცხოვრების, ცხოველების დიდი მოყვარულის ვან იანფანგის მიერ ჯერ კიდევ 2009 წელს დაარსდა. ის დღემდე ძაღლების გულშემატკივართა გულუხვი შემოწირულობებით არსებობს. ვან იანფანგსა და მის უახლოეს კოლეგებს იმდენად უყვართ ეს ძაღლები, რომ სხვადასხვა დღესასწაულს მათთან ერთად ატარებენ.

Zooclub

ქალბატონი აღიარებს, რომ ცხოველები ყოველთვის არ არიან კეთილგანწყობილები და ხან კიდეც კბენენ, მაგრამ ეს არ უშლის
ვანს, ძველებურად უყვარდეს და უვლიდეს მათ.

Zooclub

ვან იანფანგი და მისი გულშემატკივრები არასოდეს ეძახიან ძაღლებს ადამიანის
საუკეთესო მეგობრებს. "ისინი თქვენი საკუთარი შვილებივით არიან, ვისთან განშორებაც აუტანელია და ვის გარეშეც წარმოუდგენელია სიცოცხლე", - ამბობს ვანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
დიახ, ნამდვილი სიყვარული სწორედ ასეთია.

Zooclub

laliko
ძალიან მიყვარს ცხოველები განსაკუთრებით ძაღლები. მე მეგონა ყველა ჩინელი ჭამდა მათ ასე არ აღმოჩნდა და ძალიანაც გამიხარდა. ყოჩაღ ქალბატონო ვან ეს ცხოველები ნამდვილად იმსახურებენ ასეთ სიყვარულს :)
დინგო
თუ მართლა ეს ასეა მაშინ მართლა მისასალმებელი ყოფილა ეს ქალბატონი.
katerina
მშვენივრად ჭამენ ამ საბრალო ცხოველებს
ქეთი
ყველა ჩინელიც არ ყოფილა ერთნაირი... იცოცხლეთ ძაღლების მოყვარულო ხალხო!
ნესტან არველაძე
მეც იგივეს ვიტყოდი, როგორც ქალბატონი ლიზა აღნიშნავს––ჩინელები არც მე მიყვარს ძაღლების ჭამის გამო, ხოდა ნამდვილი ადამიანებიც ყოფილან ჩინეთში თურმე და ძალიან გამეხარდა. ა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?