ყოველ დღე ეს ხანშიშესული ქალბატონი ოთხ საათზე იღვიძებს, რომ 1300 უსახლკარო ძაღლი გამოკვებოს
ყოველ დღე ეს ხანშიშესული ქალბატონი ოთხ საათზე იღვიძებს, რომ 1300 უსახლკარო ძაღლი გამოკვებოს
ბოლო 6 წლის მანძილზე, რამოდენიმე ასაკოვანი ქალბატონი 1000-ზე მეტ უსახლკარო ძაღლს უვლის. ძაღლები უსახლკარო ცხოველებისთვის განკუთვნილ თავშესაფარში ცხოვრობენ. ყოველ დილით ძაღლები 400 კილო გემრიელ საჭმელს მიირთმევენ.

Zooclub

თავშესაფარი ჩინეთში, შენსის პროვინციაში მცხოვრების, ცხოველების დიდი მოყვარულის ვან იანფანგის მიერ ჯერ კიდევ 2009 წელს დაარსდა. ის დღემდე ძაღლების გულშემატკივართა გულუხვი შემოწირულობებით არსებობს. ვან იანფანგსა და მის უახლოეს კოლეგებს იმდენად უყვართ ეს ძაღლები, რომ სხვადასხვა დღესასწაულს მათთან ერთად ატარებენ.

Zooclub

ქალბატონი აღიარებს, რომ ცხოველები ყოველთვის არ არიან კეთილგანწყობილები და ხან კიდეც კბენენ, მაგრამ ეს არ უშლის
ვანს, ძველებურად უყვარდეს და უვლიდეს მათ.

Zooclub

ვან იანფანგი და მისი გულშემატკივრები არასოდეს ეძახიან ძაღლებს ადამიანის
საუკეთესო მეგობრებს. "ისინი თქვენი საკუთარი შვილებივით არიან, ვისთან განშორებაც აუტანელია და ვის გარეშეც წარმოუდგენელია სიცოცხლე", - ამბობს ვანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
დიახ, ნამდვილი სიყვარული სწორედ ასეთია.

Zooclub

liza
ჩინეთშიც ყოფილან კარგი ადამიანები, არადა ძაღლების ჭამის გამო ვერ ვიტან ამ ერს. აი ეს არის მართლა ბედნიერება და ნამდვილი სიყვარული, ასეთი ცხოვრება მინდა, მყავდეს მილიონი ძაღლი და კატა, კიდევ ციკნები, ხბოები, ვირები, ვაიმე კველაფერი მინდა:) მოკლედ ცხოველები:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?