უსახლკარო ძაღლებმა ქალბატონი, რომელიც მათ კვებავდა, უკანასკნელ გზაზე გააცილეს
უსახლკარო ძაღლებმა ქალბატონი, რომელიც მათ კვებავდა, უკანასკნელ გზაზე გააცილეს
უსახლკარო ძაღლები დასამშვიდობებლად  მივიდნენ ქალბატონთან, რომელიც სიცოცხლეში მათ კვებავდა. მადრიდელ ქალბატონს მარგარიტა სუარესს არც თავშესაფარი დაუარსებია, არც რომელიმე ცხოველთა დამცველ ორგანიზაციაში უმუშავია. იგი არ იყო მდიდარი და გამომუშავებული თანხა ძლივს ჰყოფნიდა თავის შესანახად. მიუხედავად ამისა, იგი ყოველთვის ეხმარებოდა გაჭირვებულ ცხოველებს.

სუარესი აჭმევდა 20-ზე მეტ უსახლკარო კატას, რომლებიც მასთან ყოველ დილით მიდიოდნენ. მას გამოსვლისას საჭმელები ქუჩაში შემხვედრი უსახლკარო ძაღლებისთვის სულ თან დაჰქონდა.

მარტის დასაწყისში, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, სუარესი კუერნავაკში (მექსიკა) გადავიდა. მან მექსიკაშიც განაგრძო უსახლკარო ცხოველების გამოკვება და მათზე ზრუნვა. სამწუხაროდ, სუარესის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა. იგი
უკანასკნელ გზაზე ოჯახმა, მეგობრებმა და უსახლკარო ძაღლებმა გააცილეს.

Zooclub
რომელიც მათ კვებავდა, უკანასკნელ გზაზე გააცილეს" />

მარგარიტა სუარესის შვილმა, პატრიცია ურუტიამ ჟურნალისტებს უამბო, რომ 2015 წლის 15 მარტის ადრიან დილას უსახლკარო ძაღლებმა დაკრძალვის დარბაზში თავმოყრა დაიწყეს. მან თავიდან იფიქრა, რომ დამკრძალავ ბიუროში სპეციალური ადგილია, სადაც შეიძლება ძაღლების ყოფნა, მაგრამ შემდეგ შეამჩნია, რომ ცხოველები შედიოდნენ ოთახში, სადაც მისი დედის ცხედარი იყო დასვენებული.

ურუტიამ თანამშრომლებს მიმართა კითხვით, იცნობდნენ თუ არა ამ უსახლკარო ძაღლებს, მაგრამ ყველამ იუარა. როდესაც სუარესის ცხედარი ეკლესიაში გადაასვენეს, ძაღლები სარიტუალო მანქანას უკან გაყვნენ, ხოლო როდესაც კვლავ დაკრძალვის დარბაზში მოასვენეს, იქ ძაღლებიც დაბრუნდნენ.

ურუტია თვლის, რომ დედამისი ამ უსახლკარო ძაღლებს აჭმევდა და ისინი მივიდნენ, რომ თავისი მადლიერება გამოეხატათ. ძაღლებს პატივისცემით მოექცნენ. მათ დარბაზი მხოლოდ მაშინ დატოვეს, როდესაც სუარესის სხეულის კრემაციისთვის მომზადება დაიწყეს.
გარდაცვლილის ახლობლები ვერ ხსნიან იმას, თუ როგორ შეძლეს ძაღლებმა სუარესის პოვნა. ამ ძაღლებს სუარესი ძალიან უყვარდათ და ის ფაქტი, რომ ძაღლებმა საყვარელი მომვლელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ყველასთვის ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.
მაია
საყვარელი ცუგრები, უჭკვიანესები და უერთგულესები....ადამიანზე ბევრად სანდო არსებები და ძალიან უპრეტენზიოები:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?