16 აგვისტო - უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე
16 აგვისტო - უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე
ყოველწლიურად, აგვისტოს ყოველ მესამე შაბათს ადამიანები, რომლებიც არ არიან გულგრილნი ჩვენი პატარა მეგობრების მიმართ უსახლკარო ცხოველების მსოფლიო დღეს აღნიშნავენ.

ეს დღე 1992 წლიდან, ცხოველთა უფლებების საერთაშორისო საზოგადოების (ISAR) წინადადებით ბევრ ქვეყანაში აღინიშნება.

Zooclub

სტატისტიკის მიხედვით, 75% უსახლკარო ცხოველი დაუნდობელი პატრონების მიერ ქუჩაში არიან გამოგდებულნი. ქუჩაში ცხოვრებისთვის საჭირო თვითგადარჩენის უნარის და დახმარების გარეშე დარჩენილი ცხოველები შიმშილისთვის და დაღუპვისთვის არიან განწირულნი. ცხოველთა დამცველი აქტივისტები ითხოვენ, რომ არავინ ჩაუაროს გვერდი გულგრილად მიტოვებულ ცხოველებს. საერთაშორისო დღე არის საშუალება, რომ ადამიანების ყურადღება მიაპყრონ იმათ პრობლემებზე, რომლებიც
ოდესღაც მიიჩვიეს და უვლიდნენ.

Zooclub

უსახლკარო ცხოველების პრობლემებით დაკავებული მრავალი ორგანიზაციის დევიზი WWF-ს (ბუნების მსოფლიო ფონდი)
დამფუძნებლის, პიტერ სკოტის სიტყვები გახდა: "დაე ვერ შევძლოთ ყველას გადარჩენა, ვისი გადარჩენაც გვსურდა, მაგრამ ჩვენ ბევრად მეტს გადავარჩენთ ვიდრე ისინი, რომლებიც ამას არც კი ცდილობენ".

Zooclub
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?