ფოსტალიონები ძაღლის საკვებით ივლიან
ფოსტალიონები ძაღლის საკვებით ივლიან
განვითარებულ ქვეყნებში იმისათვის, რომ ადამიანებმა და ცხოველებმა ერთმანეთთან ჰარმონიულად იცხოვრონ, სხვადასხვა კრეატიულ გზას მიმართავენ. ქვევით მოყვანილი ფაქტიც სწორედ ამის მაგალითია.
"ავსტრიის საფოსტო მომსახურების სააგენტო თავის თანამშრომლებს ძაღლის საკვებით მოამარაგებს. ამის დახმარებით, ფოსტალიონები შეძლებენ, თავი დაიცვან ავი ძაღლებისგან, რომლებიც თავიანთ კარ-მიდამოს იცავენ", - წერს "TheLocal.at"-ი.

ფოსტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ახალი კონცეფციაა. მიზანი კი ფოსტალიონების დაცვაა იმ ძაღლებისგან, რომლებიც სახლთან მისულ ადამიანებს აგრესიით ხვდებიან.

ძაღლების უმეტესობა იცავს თავის ტერიტორიას, ხოლო ფოსტალიონის ვალდებულებაა წერილები, გაზეთები, თუ ჟურნალები დროულად მიუტანოს მომხმარებელს, ხშირ შემთხვევაში კი,
ფოსტალიონებს ძაღლები დაბრკოლებას უქმნიან.

ავსტრიაში 2014 წელს ფოსტის 47 თანამშრომელი, თავიანთი მოვალეობის შესრულებისას, ძაღლის თავდასხმისგან დაზარალდა. ავსტრიაში
არსებული ერთ-ერთი ზოომაღაზია ყოველწლიურად ფოსტას  10 ტონა ძაღლის საკვებით მოამარაგებს. ეს საკვები დაურიგდებათ ფოსტალიონებს, რომლებიც მოვალეობის შესრულების დროს ძაღლებს გაუმასპინძლდებიან.

ძაღლის მფლობელებმა მოიწონეს საფოსტო ორგანიზაციის გადაწყვეტილება და "კრეატიულ იდეად" შეაფასეს.


ასევე იხილეთ:

რა ევალება კანონით საქართველოში ცხოველის მიმკედლებელს

პატრონს ძაღლი სახელმწიფომ მოუკლა, რის შემდეგაც მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე

ძაღლების ყოლა და მათი ქუჩაში გასეირნება გამათრახებით დაისჯება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?