ის პატრონს ორი თვე ქუჩაში, ერთი და იმავე ადგილას ელოდა
ის პატრონს ორი თვე ქუჩაში, ერთი და იმავე ადგილას ელოდა
ძაღლს, სახელად რეის ადგილობრივმა მცხოვრებლებმა "ჰაჩიკო" შეარქვეს, რადგან ის ქუჩაში 2 თვის განმავლობაში ელოდა პატრონს. 

ინციდენტი პეტერბურგის ერთ-ერთ გარეუბანში მოხდა.

რეი დიდი ხნის განმავლობაში პენსიონერ მოხუცთან ერთად ცხოვრობდა. ერთ დღეს მოხუცს ინსულტი დაემართა და სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. ძაღლი ყოველ დღე მიდიოდა ერთი და იმავე ადგილზე და ელოდებოდა პატრონს. რეის ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა, თუმცა, ის არც მათ მიწოდებულ საკვებს იღებდა და არც სახლში მიყვებოდა.

მას შემდეგ, რაც მოხუცი კლინიკიდან გამოწერეს, ძაღლი უკვალოდ გაქრა. ერთ დღეს რეი გამოჩნდა.

"ის ძალიან
გამხდარი და გასაცოდავებული იყო. შევიდა სახლში და ერთ კუთხეში მოკალათდა. ვიქტორ ალესანდროვიჩი (რეის პატრონი) ძალიან
გახარებული იყო ოთხფეხა მეგობრის დაბრუნებით. იმედია, რეი მალე გამოჯანმრთელდება."- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ცხოველთა დამცველი მოხალისე.

მისი თქმით, რეი შემთხვევით შენიშნა ცხოველთა მოყვარულმა ბიჭმა დენისმა, რომელმაც მისი ამბავი იცოდა. იმისათვის, რომ დენისს ძაღლი დაეჭირა, 4 კმ-ის მანძილზე სდია და ძაღლი მოხუც პატრონს მიუყვანა სახლში.

ვეტერინარის დაკვირვებით, რეის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. "საოცრებაა, რომ სახლში გაზრდილმა ძაღლმა ქუჩაში ამდენი ხანი გაძლო, ადამიანისთვის წარმოუდგენელია ის ერთგუელბა, რასაც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები გვაჩვენებენ."- ამბობენ ადგილობრივი ცხოველთა დამცველები.

ასევე იხილეთ:

ძაღლი, რომელიც მუყაოს ყუთში ცხოვრობდა

დაკარგული ძაღლი 6 წლის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა

ძაღლი 5 წელი ელოდა პატრონს გაჩერებაზე და მას პატრონმა მოაკითხა

sofo
მართალი ბრძანდებით, ბატონო ჯემალ, საშინელი ტკივილია...
jemali
მე მყავდა კავკასიური ნაგაზი, ადამიანს ვეძახდი, სადმე თუ წავიდოდი ჯერ ძაღლს ვკითხულობდი, მერე დანარჩენ ოჯახის წევრებს, ნაგაზი ამართლებდა თავის სახელს, მართლაც ადამიანივით ჭკუა ჰქონდა, 4წლისა მომიწამლეს,2008 წელს ოჯახი გავიყვანე გორიდან და მაშინ იხელთეს დრო, ამიტომ აღარასოდეს აღარ ვიყოლიებ ძაღლს, ისე განვიცადე, მეორედ ასეთ რამეს ვეღარ გადავიტან, ჩემს დღეში ბევრი ვიცი, ამ მიზეზით რომ აღარ ყოლიობენ ძაღლს.
m-99
საყვარელი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?