ინციდენტი მოსკოვის მეტროში მოხდა. მატარებლის მოსვლამდე ერთი წუთი იყო დარჩენილი, ძაღლი ამოსვლას ვერ ახერხებდა. გაჩერებაზე უამრავი ადამიანი იყო, ისინი დაბნეულნი ადევნებდნენ თვალს, არ იცოდნენ, როგორ დახმარებოდნენ საცოდავ ცხოველს. სასიკვდილოდ განწირული ძაღლი პოლიციელმა - ვლადისლავ პოტატუევმა გადაარჩინა. ის უეცრად ჩახტა რელსებზე, ხელში აიყვანა დიდი შეშინებული ძაღლი და სასწრაფოდ აიყვანა ბაქანზე.
"აუცილებლი იყო, რომ სწრაფად მემოქმედა, რადგან მატარებელი უკვე მოდიოდა. ყველა ასე მოიქცეოდა ჩემს ადგილას."-
ამ ამბავს ისტორიასაც ვერ დავარქმევდით - ადამიანი თავის მოვალეობას ასრულებდა, თუმცა, ეს კიდევ ერთი მაგალითია ცხოველებისადმი თანაგრძნობის, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში არც ისე მრავლად არის.
ასევე იხილეთ:
მხოლოდ მათთვის, ვისაც ცხოველები უყვარს
მათთვის, ვისაც ლამაზი ისტორიების კითხვა უყვარს
კაცმა ტყეში ხელნაკეთი კარავი ნახა. ის, რაც შიგნით დახვდა, ენით ვერ აღიწერება