მიკი რურკი იხსენებს, როგორ გადაარჩინა თავისმა ძაღლმა
მიკი რურკი იხსენებს, როგორ გადაარჩინა თავისმა ძაღლმა
როგორც ცნობილმა მსახიობმა მიკი რურკმა ჟურნალისტთან საუბრისას აღიარა, თავისმა ძაღლმა  ბო ჯეკმა სიკვდილისგან იხსნა.

"როცა მქონდა ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი - მეუღლემ მიმატოვა, ფული საერთოდ არ გამაჩნდა. მეჩვენებოდა, რომ ჩემი კარიერა საბოლოოდ დასრულდა. ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში სახლიდან არ გავდიოდი. თვითონაც არ ვიცი რატომ, მაგრამ კარადაში მეძინა.
იმდენად ცუდად ვიყავი, ვოცნებობდი მეპოვა ისეთი ღილაკი, რომელსაც დავაჭედი და გამაქრობდა. შემდეგ ავიღე იარაღი და თავის მოკვლა გადავწვიტე. როდესაც დავგეგმე ყველაფერი და იარაღი თავზე მივიბჯინე, უეცრად ბო ჯეკიმ წკმუტუნი დაიწყო. ის ჩემ წინ იდგა და
სევდიანი თვალებში მიყურებდა, თითქოს მეუბნებოდა: "შენ თუ აღარ იქნები, მე ვინ მომივლის?" იმდენად იმოქმედა მისმა
მეტყველმა სახემ, რომ მე იარაღი დავაგდე."

მსახიობის თაყვანისმცემლებისთვის უცხო არ არის, რომ მას ძალიან უყვარს ძაღლები, თუმცა, საჯაროდ ეს ისტორია მან პირველად მოყვა. საცოდავი ბო ჯეკი უკვე დიდი ხნის დაღუპულია. ის ინფარქტით მოკვდა. როცა ძაღლი ცუდად გახდა, მსახიობი მის გადარჩენას ხელოვნური სუნთქვით ცდილობდა. მიკი რურკმა გადაწყვიტა დაღუპვის შემდეგ ბო ჯეკისთვის პატივი მიეგო. მან ძაღლის ცხედარი ეკლესიაში მიიტანა, რათა მოძღვარს მის სახელზე ლოცვა შეესრულებინა.

"შვილები არ მყავს. ძაღლები ჩემთვის ყველაფერია. როცა მარტოობით ვიტანჯები, ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და არასოდეს მტოვებენ. ადამიანები ასეთი ერთგულები არ არიან."- ამბობს მიკი რურკი. 

ასევე იხილეთ:

როგორ გაიცნო კევინ სპეისმა თავისი უსაყვარლესი ლეკვი

ცნობილი ადამიანების ყველაზე უჩვეულო შინაური ცხოველები

ჯორჯ კლუნიმ თავშესაფრიდან ძაღლი აიყვანა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?