რიზ უიზერსპუნი - ვირები
ცოტამ თუ იცის, რომ რიზ უიზერსპუნის უსაყვარლესი შინაური ცხოველებია მინიატურული ვირები, სახელად ხონკი და ტონკი. ეს უსაყვარლესი და მშვიდი ცხოველები სხვა ცხოველებთან ერთად ლოს-ანჯელესში, მსახიობის მამულში ცხოვრობენ.
სტივენ ტაილერი - ენოტი
ეს ახლაა ჯგუფ Aerosmith-ის
სლეში - გველები
პოპულარულ გიტარისტს და ამერიკული ჯგუფის Guns N’ Roses-ს წევრს უზომოდ უყვარს ქვეწარმავლები. ოდესღაც მის სახლში 80 გველი ცხოვრობდა, მათგან რამოდენიმესთან ერთად გიტარისტს მუსიკალურ ვიდეოკლიპებში იღებდნენ. ამასთან, სლეში არა მხოლოდ იძენს ქვეწარმავლებს, არამედ სერიოზულად არის დაინტერესებული მათით და იცის მათ შესახებ ყველაფერი. 2011 წელს სლეშმა ტომ მანკევიჩის პრემიაც კი მიიღო გარეული ცხოველების დამცველ პროგრამებში მონაწილეობის მიღებისთვის.
ლეონარდო დი კაპრიო - კუ
ამ ნიჭიერი მსახიობის ოთხფეხა მეგობარია კუ, რომელიც მან 2010 წელს ჩრდილოამერიკული რეპტილიების გამოფენა-გაყიდვაზე შეიძინა. იმ დროს კუს წონა 17 კილოგრამი იყო, დროთა განმავლობაში მან შეიძლება წონით 90 კილოსაც გადააჭარბოს.
ოდრი ჰეპბერნი - შველი
ლეგენდარული მსახიობის, ოდრი ჰეპბერნის საუკეთესო მეგობარი იყო შველი. ეს ცხოველი ოდრის ცხორებაში ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს გაჩნდა, სადაც მთავარ გმირს ყველგან დაყვებოდა. იმისთვის, რომ ცხოველი უკეთ გაეცნო, მსახიობმა ის სახლში მიიყვანა და შემდეგ იმდენად შეეჩვია, რომ აღარასოდეს დაშორებია.