ჩინელმა მილიონერმა ყველაფერი გაყიდა და ძაღლების თავშესაფარი ააშენა (+ფოტო)
ჩინელმა მილიონერმა ყველაფერი გაყიდა და ძაღლების თავშესაფარი ააშენა (+ფოტო)
ყოფილმა ბიზნესმენმა თავისი ძაღლის დაკარგვის შემდეგ ცხოველთა გადარჩენის ცენტრი დააარსა.

ყოფილმა მილიონერმა ჩინეთის ქალაქ ჩანცუნიდან გაყიდა მთელი ქონება და ძაღლების თავშესაფარი ააშენა. 29 წლის ვან იანი ქალაქ გელონგიდან ცზილინის პროვინციაში რამოდენიმე მილიონი იუანის კაპიტალს ფლობდა.

მას შემდეგ, რაც 2012 წელს მისი საყვარელი ძაღლი იანი დაიკარგა, მან მთელი ქონება გაყიდა და ააშენა თავშესაფარი, რომელიც ძაღლების გადარჩენას ემსახურება.

“მთელი მსოფლიო შემოვიარე მის ძებნაში, მაგრამ უშედეგოდ. სასაკლაოზეც კი ვიყავი ჩემი ძაღლის მოსაძებნად”, - უთხრა მან Shanghaiist-ს.

მან ვერ იპოვა თავისი ძაღლი, მაგრამ შეესწრო უამრავ
შემთხვევას, როდესაც ძაღლებს ხოცავდნენ. ამის შემდეგ მილიონერი ქველმოქმედად იქცა.

მან გამოისყიდა სასაკლაო და მის ადგილას
თავშესაფარი ააშენა. ამჟამად იქ ახალ პატრონებს 215 ძაღლი ელოდებათ. მაგრამ ექს-მილიონერისთვის ეს არ არის ზღვარი. მისი დახმარებით უკვე 1000 ძაღლის შეფარება მოხდა საუკეთესო პატრონების მიერ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ასევე იხილეთ: "ჩინელმა მილიონერმა მთელი ქონება ძაღლების თავშესაფარს მოახმარა"
გალერეა
liza
ნეტავი მილიონერი ვიყო, საქართველოს ერთ დიდ ვეტერინარიულ კლინიკას მაინც ავუშენებდი. ვეტერინარობა ექიმზე პრესტიჯულ სპეციალობად უნდა იქცეს.
ha ha -s
კარგი რა, ოღონდ ეგ არა! ,,ცუდი" ხარ შენ, ,,ცუდი", არ შეგეძლო რამე უფრო ,თბილი გეთქვა?
ha ha
ახლა რესტორანსაც მიუშენებსს და მაგარი ბიზნესი ექნება .
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?