ალფა სეირნობისას ყოველთვის მარკოს მარჯვენა გვერდით დგებოდა. მშობლები თვლიდნენ, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო.
ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვე, სანამ ბავშვი ექიმთან არ წაიყვანეს. სპეციალისტმა მარკოს მარჯვენა თვალის ასტიგმატიზმის მძიმე ფორმა დაუდგინა. ბიჭის მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ მას მარჯვენა თვალში მხედველობა თითქმის აღარ ჰქონდა.
საბედნიეროდ, დაავადება დროულად აღმოაჩინეს. დაგვიანების შემთხვევაში მარკო ერთი თვალიდან მხედველობას დაკარგავდა.
მას შემდეგ,
ოჯახმა კასა ვეტერინართან წაიყვანა. ცხოველს სიმსივნე ზუსტად იმავე თათზე დაუდგინდა, რომელსაც ალფა ლოკავდა.
"ალფა ჩვენი ოჯახის მფარველი ანგელოზია, რომელიც ყოველდღიურად გვიცავს. "- ამბობს მარკოს მამა.
წარმოგიდგენიათ ოთხფეხა, უზარმაზარი მფარველი ანგელოზი, რომელიც 82 კგ-ს იწონის? სწორედ ასეთი გარეგნობით გამოირჩევა ალფა.
მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რათა ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ალფა კი, თავის მხრივ, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მარკოსგან მარჯვენა მხარეს დგას.
ასევე იხილეთ:
ამ პატარა ბიჭს მეტად უცნაური გატაცება აქვს...
ბავშვმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მეზობლის ძაღლი გადაარჩინა
გერმანული დოგი მთელ დღეს თავის "უმცროს დაზე ზრუნვაში ატარებს