ბავშვმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მეზობლის ძაღლი გადაარჩინა
ბავშვმა ცეცხლმოკიდებული სახლიდან მეზობლის ძაღლი გადაარჩინა
ზოგჯერ ბავშვებიც გვევლინებიან გმირებად. მე-6 კლასელმა ბავშვმა, რომელიც პრომორიეის რაიონში (რუსეთი) ცხოვრობს, მეზობლის ძაღლი ხანძრისგან იხსნა და მეტიც, მან ცეცხლი ჩააქრო, სანამ სახანძრო მანქანა შემთხვევის ადგილზე მივიდოდა.

მაშველების თქმით, ბავშვმა დამწვრის სუნი იგრძნო და მიხვდა, ხოლო შემდეგ შეამჩნია, რომ მეზობლის სახლიდან კვამლი გამოდიოდა. ამასთანავე, ცეცხლმოკიდებული სახლიდან ძაღლის ყეფაც ისმოდა.

ბავშვი არ დაიბნა, მან სველი პირსაცოხი სახეზე გადაიფარა და ცეცხლმოკიდებულ სახლში შევიდა.

ბიჭმა თავიდან გამოიყვანა ძაღლი, რომელიც კვამლისგან ცუდად იყო, ხოლო შემდეგ სახლიდან ცეცხლმაქრი მოიტანა და მისი დახმარებით ხანძრის ჩაქრობა შეძლო.

ადგილზე მისულმა მაშველებმა პატარა გმირს სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადეს.

ბავშვის თქმით, მას სკოლაში ასწავლეს, თუ როგორ
უნდა მოიქცეს ხანძრის დროს.

სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი, სადაც ცხოველთა მოყვარულები
თანხას  აგროვებენ, რომ მამაცი საქციელისთვის ბავშვს სამახსოვრო საჩუქარი
გადასცენ.

ასევე იხილეთ:

"ყველაფერი დავკარგე რაც მებადა, მაგრამ ჩემთვის მთავარი მისი გადარჩენა იყო..."

ძაღლმა შვილებს პატრონი არჩია... მან უსახლკარო მამაკაცი ხანძრისგან იხსნა

მამაკაცი, რომელიც ხანძრის დროს საკუთარი ძაღლების გადარჩენას ცდილობდა, დააპატიმრეს
lia
ბედნიერი ამყოფოს უფალმა!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?