2 წლის გოგონა დობერმანთან ერთად თამაშობდა.. უეცრად ძაღლმა პატარას ავისმომასწავებლად დაუღრინა...
2 წლის გოგონა დობერმანთან ერთად თამაშობდა.. უეცრად ძაღლმა პატარას ავისმომასწავებლად დაუღრინა...
ავსტრალიელი კეტრინ სვილიჩიჩი ქმარსა და 2 წლის შარლოტასთან ერთად ავსტრალიის ქალაქ კერნსში ცხოვრობს. ცოტა ხნის წინ მათი ოჯახი კიდევ ერთი წევრით შეივსო. ეს არის დობერმანი, სახელად ჰანი. ძაღლი პატრონმა მიატოვა, მაგრამ კეტრინმა და მისმა მეუღლემ თავშესაფრიდან აიყვანეს.

სულ 4 დღე იყო გასული, რაც დობერმანი ახალ სახლში ცხოვრობდა. ის პატარა შარლოტასთან ერთად ეზოში თამაშობდა. ისე ჩანდა, თითქოს ბავშვი შესანიშნავად ეწყობოდა ცხოველს, მაგრამ უეცრად დობერმანმა ღრენა დაიწყო. წამის მერე მან გოგონას პამპერსში ჩაავლო პირი და მასთან ერთად გვერდით გახტა!

ძალიან შეშინებული დედა მაშინვე
ბავშვის საშველად გაიქცა, მაგრამ გაირკვა, რომ საშიშროებას უკვე ჩაევლო. სინამდვილეში ხანი ბავშვს სულაც არ დასხმია
თავს, როგორც ეს შორიდან ჩანდა! მან გოგონა გადაარჩინა!

Zooclub

იმ ადგილას, სადაც წამის წინ გოგონა თამაშობდა, შხამიანი გველი მიიკლაკნებოდა... უკანასკნელ მომენტში გულადმა ჰანმა მოასწრო პატარა პატრონის გადარჩენა, მაგრამ გველმა ძაღლი დაგესლა!

საბედნიეროდ, მისი გადარჩენა მოხერხდა. ვეტერინარმა ოპერატიულად გაუკეთა შხამსაწინააღმდეგო ვაქცინა.

ამის შემდეგ ოჯახმა უფრო მეტად შეიყვარა ახალი წევრი! გოგონა და ჰანი განუყრელი მეგობრები არიან.

Zooclub
თეიმურაზ
ლალის ვეთანხმები...
მდაა
დიახაც ძაღლი საყვარელია! ამიტომაც ვეძახდით მილიციას ძაღლებს,ისინი ხომ ჩვენ გვიცავდნენ?!
ლალი
არანაირი ცხოველები არ მძულს, მითუმეტეს ძაღლი, რომელიც მართლა ძალიან ერთგულია, მაგრამ ძაღლს რომ ალიკაპი უნდა ეკეთოს და ქუჩაში ისე სეირნობდეს როდის გაიგებენ მოდას აყოლილი ძაღლის პატრონები და კიდევ ყველაზე მთავარი სკვერი სადაცპატარა ბავშვები დარბიან არ უნდა იყოს ძაღლების ტუალეტად გადაქცეული, ეხლა არ მითხრათ ადამიანებიც აკეთებენ მაგას სკვერშიო, იმ ადამიანს რომ მიუთითოდ შერცხვება და მეორედ აღარ მოიქცევა ეგრე, ერთი გაბედეთ ვინმემ და ძაღლის პატრონს შენიშვნა მიეცით, ვერ გაასწრებთ.ქუჩაში ხომ საერთოდ, მე საბურთალოს ქუჩაზე ვიცი რაც ხდება ,ფეხს ვერ აუქცევთ ,ისეა დაბინძურებული
irma
რათქმა უნდა ადამიანს ვისაც ცხოველები არ უყვარს ყველა სულით ბოროტია. ცხოველი არასოდეს გიღალატებს
შორენა
ძაღლს რომ თავისი პატრონი უყვარს, ესე არავის არ უყვარს ადამიანი. ოჯახის წევრს არ უხარია შენი შინ დაბრუნება იმის ნახევარზეც კი, რამდენადაც ძალღს უხარია, სიხარულისგან ჭკუაზე არაა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?