უპატრონო ძაღლმა სპორტსმენთან ერთად მარათონი ბოლომდე გაირბინა და პატრონიც იპოვა (+ვიდეო)
უპატრონო ძაღლმა სპორტსმენთან ერთად მარათონი ბოლომდე გაირბინა და პატრონიც იპოვა (+ვიდეო)
როდესაც ადამიანს სურს უმწეო ცხოველის დახმარება, ის ნებისმიერ დროს აკეთებს ამას, რადგან ამისათვის საჭიროა მხოლოდ კეთილი გული და  თანაგრძნობა. ჩინეთში მცხოვრები ერთი ციდა უპატრონო ძაღლი, რომელსაც გაბი დაარქვეს, სწორედ ამის მაგალითია.

უპატრონო ცხოველმა მომავალი პატრონი იპოვა მარათონის დროს (4 Deserts Gobi March 2016), რომელიც ივლისში ჩინეთის უდაბნოში გაიმართა. ძაღლი მოულოდნელად გახდა შეჯიბრის მონაწილე. მან დაიმსახურა შოტლანდიელი დიონ ლეონარდის გული და სიყვარული.

Zooclub

შეჯიბრის დაწყებიდან მეორე დღეს, დიონი ისევ შეხვდა ძაღლს. გაბი მის გვერდით იდგა და თითქოს ისიც შეჯიბრისთვის ემზადებოდა. სპორტსმენი დარწმუნებული
იყო, რომ უპატრონო ცხოველი დიდხანს ვერ გაუძლებდა 37 კმ-იან დისტანციაზე სირბილს, თუმცა, ის ბოლომდე მიყვა
მომავალ პატრონს.

Zooclub

პატარა ძაღლმა მალევე დაიმსახურა შოტლანდიელი სპორტსმენის სიყვარული. მიუხედავად ჩინეთში არსებული ბიუროკრატიული კანონებისა, დიონიმ გადაწყვიტა, ცხოველი თავის ქვეყანაში წაეყვანა.

Zooclub

სპორტსმენს დიდი დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონოდა. ასევე, მან შეაგროვა ცხოველის გადაყვანისთვის საჭირო თანხაც.

Zooclub
Zooclub

"გაბიმ მეგობრად ამირჩია, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის ბიდნიერი იყოს."- ამბობს დიონი.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

უპატრონო ძაღლი, შეჯიბრში მონაწილე, შვედების გუნდს შეუერთდა

უპატრონო ძაღლმა ფეხბურთის მსვლელობის დროს მოედანზე გასეირნება გადაწყვიტა (+ვიდეო)

ძაღლმა, რომელიც პატრონმა ქუჩაში მოსასაქმებლად გაუშვა, მარათონზე მე-7 ადგილი დაიკავა
mananas
ვერ დაგეთანხმები, მეგობარო, - როგორც ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ასევე - ძაღლები.. ხომ გვინახავს უწუნკლესი და ვერაგი ძაღლი? ასე რომ, კარგი, ცუდი, უარესი და უკეთესი ყველა არსებებშია.
manana londonidan
ცხოველები ადამიანებზე ერთგულები და კარგები არიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?