ძაღლი მეგობრის სიკვდილის შემდეგ ადგილიდან არ დგებოდა, სანამ მას საჩუქარი არ მიუტანეს
ძაღლი მეგობრის სიკვდილის შემდეგ   ადგილიდან არ დგებოდა, სანამ მას საჩუქარი არ მიუტანეს
ცხოველთა მოყვარულებმა იციან, რომ შინაურ ბინადარს იმაზე მეტი ემოცია აქვს, ვიდრე ადამიანების უმეტესობას. ის სიხარულსა და სევდას გამოხატავს. ძაღლი ხშირად ხდება დეპრესიული, თუ  მეგობარი დაკარგა. ძაღლმა ჰარლოუმ სწორედ ამიტომ მოიწყინა.

ჰარლოუ ძაღლ სეიჯისთან დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა. როდესაც სეიჯი დაიღუპა, შინაურმა ცხოველმა მისი დაკარგვა ძალიან განიცადა. ის თითქმის აღარ ჭამდა, არ ეძინა და უმოძრაოდ იწვა.

Zooclub

რამდენიმე კვირა გავიდა და ძაღლის პატრონები მიხვდნენ, რომ ჰარლოუ მელანქოლიას მარტო ვერ გაუმკლავდებოდა.

ამის გამო, შინაურ ბინადარს საჩუქარი გაუკეთეს. ერთ დღეს ძაღლს მიუტანეს დიდი ყუთი, საიდანაც უცნაური ხმები ისმოდა.
ჰარლოუ მიუახლოვდა ყუთს და ორი პატარა ლეკვი აღმოაჩინა.

Zooclub

დღეს სამივე ცხოველი განუყრელი მეგობრები არიან. ისინი
ერთად ჭამენ...

Zooclub

ერთად იძინებენ...

Zooclub

ჰარლოუ, ინდი და რიზი საოცრად ფოტოგენურები არიან.

Zooclub

სევდიანი ძაღლი ძველებურად ბედნიერია. მას არ დავიწყებია ძველი მეგობარი სეიჯი, თუმცა, ახალმა მეგობრებმა სიცოცხლის ხალისი დაუბრუნეს.

Zooclub

არაერთი მსგავსი ისტორიის შემდეგ,  უცნაურია, თუ როგორ შეუძლია ზოგიერთ ადამიანს დაეჭვდეს, რომ ცხოველებს ზოგიერთი რამ არ ესმით ან ვერ გრძნობენ.

ასევე იხილეთ:

კატა 10 დღე ელოდებოდა მეგობარს, როცა ის მივიდა... (+ვიდეო)

მეგობარ კატასთან განშორების შემდეგ ძაღლს დეპრესია დაეწყო

ეს ძაღლი პატრონის სიკვდილის შემდეგაც მისი ერთგული დარჩა..
ნანა
ამ ძაღლის თვალებში მთელი სამყაროა ჩატეული.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?