ძაღლი ბეისბოლის სტადიონზე მოთამაშეებისთვის კალათით წყალს დაატარებს (+ვიდეო)
ბეისბოლის გუნდის Fort Wayne TinCaps -ის თამაშის მსვლელობისას სტადიონზე შეამჩნიეს ოქროსფერი რეტრივერი, რომელიც კალათით წყალს ატარებდა. ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთმა მაყურებელმა გადაიღო, აღბეჭდილია, თუ როგორ მიაქვს ძაღლს მსაჯებისთვის წყალი.

ოქროსფერ  რეტრივერს ჯეიკი ჰქვია და ის რამდენიმე წელია, ინდიანაში (აშშ) ბეისბოლის ყველა ახალგაზრდულ თამაშზე  წყლის დამტარებლად მუშაობს. მას საკუთარი ვებ- პორტალიც აქვს, სადაც ნათქვამია, რომ ის ყველაზე სასარგებლო საქმეს აკეთებს პროფესიულ ბეისბოლის რიგებში. მეტიც, მას მოთამაშეებისთვის ბეისბოლის ბურთებიც მიაქვს და გუნდის დიდი გულშემატკივარიც არის.

ასევე იხილეთ:

ამ ძაღლს იმდენად უყვარს ფოსტის მიღება, რომ ზოგჯერ ფოსტალიონს იმპროვიზირება
უწევს


მიტოვებულმა ძაღლმა ავტოგასამართ სადგურზე სამსახური იშოვა

ადამიანები ვერ იჯერებდნენ, თუ რა გააკეთა ორანგუტანგმა, როდესაც
ხელში ხერხი აიღო



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?