მოკალით ეს ძაღლი!- ქალი პოლიციელს ეჩხუბებოდა და ინციდენტს ვიდეოზე იღებდა: ავტომობილი ცხოველის სიცოცხლის სანაცვლოდ
ქალი ჩხუბობდა და პოლიციელს მიუთითებდა, რომ ძაღლის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინა.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯესიკა დილალოს ქუჩიდან უჩვეულო ხმა მოესმა. მან ფანჯრიდან დაინახა, თუ როგორ გლეჯდა ძაღლი მისი მანქანის ე.წ. ბამპერს. ქალი ეზოში გასვლას მოერიდა, რადგან ძაღლის შეეშინდა, ამიტომ ჯესიკა პრობლემის მოსაგვარებლად სამართალდამცველებს დაუკავშირდა. 

შემთხვევის ადგილზე პოლიციელი მეთიუ ლოქი გამოცხადდა და ქალთან ერთად მანქანას მიუახლოვდა. ძაღლმა რამდენიმე წუთი "საქმიანობა" შეწყვიტა და მეთიუს კუდის ქიცინით მიუახლოვდა.

ცხოველმა იგი დასუნა და კვლავ ავტომობილს მიუბრუნდა. როგორც ჩანს, მანქანის დიზაინი ძაღლის გემოვნებაში არ ჯდებოდა.

ჯესიკა პოლიციელისგან კატეგორიულად ითხოვდა ძაღლის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოეყენებინა, თუმცა, ეს უკანასკნელი ცხოველის მოკვლას არ
აპირებდა, რადგან ოთხფეხა არსებას აგრესია არ გამოუხატავს.

მანქანის მდგომარეობით შეშფოთებული ქალი მეთიუს სთხოვდა, ძაღლი ქვების სროლით ან ჯოხის დარტყმით გაეგდო, მაგრამ მამაკაცს არც უფიქრია მისთვის ზიანის მიყენება.

იგი ცხოველთა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა. რამდენიმე წუთში სპეციალისტები მივიდნენ, რომლებმაც ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს.

ჩიპის დახმარებით მალე მოიძებნა ცხოველის პატრონი, რომელსაც ძაღლის მოვლა-პატრონობის წესები განუმარტეს და გაფრთხილება მისცეს. მამაკაცმა შეცდომა აღიარა და ჯესიკას დაზიანებული მანქანისთვის ზარალი აუნაზღაურა, მაგრამ ქალი ამ ფაქტმა არ დაამშვიდა, იგი სოციალურ ქსელში დღემდე განაგრძობს პოლიციელის ლანძღვას იმის გამო, რომ ძაღლი არ მოკლა.

მეთიუ კი დარწმუნებულია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არ შეიძლება რაღაც რკინის გამო ცხოველი სიცოცხლეს გამოასალმო.

თქვენ რა გამოსავალს მიმართავდით მსგავს სიტუაციაში?

ასევე იხილეთ:

ქალი გაბრაზებული ყვიროდა, რომ ზღვაში არ ჩავიდოდა, სანამ "ბინძურ" ძაღლს წყლიდან არ მოაშორებდნენ

ის ძაღლის დასარტყმელად ნაპირისკენ გაიქცა, მაგრამ ასეთ დასასრულს ვერ წარმოიდგენდა
ლამარა ბებო
ეს რა რკინის მკვნეტელი ყოფილა. შეიძლება კონტრაბანდას ეძებდა? რატომ უნდა მოეკლა პატრონზე გაბრაზებული ცუგა?
ჩასა - ძაღლებელი იყო!
ქართული ანდაზაა: "ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო!"
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?