მექსიკელი ძაღლი ყველა ხერხს მიმართავს, რათა პიცა ყოველდღე მიირთვას. უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველს პატრონი ჰყავს. როგორც ეტყობა, კარგად გამოკვებილიცაა, თუმცა, პიცერიიდან გამოსული სუნი მისთვის ყველაზე მიმზიდველია.
ძაღლი ყოველდღე მიდის დაწესებულებასთან, ჯდება მის კართან და იქ მისული სტუმრებისგან პიცას ითხოვს.
როგორ უნდა უთხრა უარი შინაურ ცხოველს, რომელსაც თვითმხილველები კატას და შრეკს ადარებენ?
რამდენიმე დღის წინ, პიცერიაში შესულმა გოგონამ გადაწყვიტა,
შინაური ცხოველი ყველას თავს აჩვენებდა, რომ ძალიან მშიერი იყო. ის საცოდავად უყურებდა გოგონას, რომელმაც თავი ვერ შეიკავა და მას მიუახლოვდა.
საყელოზე მიმაგრებულ მედალიონზე კი წაიკითხა ძაღლის პატრონის თხოვდა: "პიცა არ მაჭამოთ! მადლობა!"
გოგონამ სახალისო ისტორია ფოტოებით სოციალურ ქსელში თავის მეგობრებს გაუზიარა.
"ეს უსაყვარლესი, მსუქანი ძაღლი პიცას მთხოვდა, თუმცა, მის მედალიონზე წარწერამ შემაჩერა", - წერს ესტრელა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
ამ ისტორიამ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა. ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ თავის ძაღლს მედალიონს მსგავსი წარწერით აუცილებლად გაუკეთებდა. სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელმა Google Maps-ით ძაღლიც კი მოძებნა. აღმოჩნდა, რომ შინაურ ცხოველს "შეფს" ეძახიან, ხოლო მისი პატრონი პიცერიის გვერდზე მდებარე მაღაზიაში მუშაობს.
შეფი პატრონს ყოველდღე დაჰყვება მაღაზიაში, შემდეგ კი მეზობლად მდებარე პიცერიის კართან მიდის და ადამიანებს საკვებს სთხოვს. სწორედ ამიტომ, მას ჭარბი წონა აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს შეფის პირველი მედალიონი არ არის - პირველი მან დაკარგა და ამის შემდეგ პატრონმა მისთვის მეორე დაამზადებინა.
ასევე იხილეთ:
ეს ძაღლი ყოველ დღე სტუმრად მიდიოდა უცხო ოჯახში და იძინებდა, მაგრამ სულაც არ გავდა უპატრონოს
ძაღლი თავს უპატრონოდ ასაღებდა, რათა გამვლელები მას "ბურგერებით" გამასპინძლებოდნენ
ბიჭმა მთებში იპოვა ცოცხალ-მკვდარი ძაღლი, რომელსაც საყელურზე ტელეფონის ნომერი ეწერა