ლეკვს შავი "ულვაშით" დოლი დაარქვეს, თუმცა, თავშესაფრის თანამშრომლები მას სალვადორ დალის ეძახიან.
5 კვირის ლეკვი, სახელად დოლი და სალვადორ დალი.
დოლი იმ 11 ლეკვიდან ერთ-ერთია, რომელიც უპატრონო ძუ ძაღლთან ერთად დალასში იპოვეს. ისინი თავშესაფარში გადაიყვანეს, იქ ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდათ.
"ულვაშიანი ლეკვი ძალიან საყვარელია. ბედნიერები ვართ, რომ ის ოჯახთან ერთად გადავარჩინეთ. ამჟამად დალასში ლეკვების სეზონია და ჩვენს თავშესაფარში ბევრი ძუ ძაღლია ლეკვებთან ერთად.
აგვისტოს ბოლოს დედა ძაღლსა და მის ლეკვებს ნიუ-იორკში გადაიყვანენ, სადაც მათ მზრუნველ ოჯახებში დააბინავებენ.
წყარო: dailymail.co.uk
ასევე იხილეთ:
ცნობილი ადამიანების ორეული ცხოველები
გორილამ, რომელიც ჯორჯ ქლუნს ძალიან ჰგავს, ყველას გული დაიპყრო!
ძაღლი ადამიანის იერით, სოციალური ქსელის მომხმარებლებში შიშის განცდას იწვევს