ალასკური მალამუტის დამახასიათებელი ნიშნებია თეთრი ბეწვის ნიღაბი სახეზე
და მუქი ფერის ბეწვის `ქუდი~ თავზე.
მონაცემები:
წარმოშობა - ალასკა
მთავ. დანიშნ - მარხილის ტარება
ტემპერამენტი - მშვიდი, მეგობრული
სიც. ხანგრძლივობა - 10-14 წელი
მოვლა - ვარცხნა კვირაში 2-ჯერ
ვარჯიში - რეგულარული, ინტენსიური
მოდარაჯე - სუსტი
ხვადი
61-66 სმ
36-43 კგ
ძუ
56-61 სმ
32-38 კგ
თათები
დიდი, `თოვლის ფეხსაცმლის~ მსგავსი, თითებს შორის ეზრდება ბეწვი, რომელიც ხელს უწყობს ყინულზე ფეხის მოკიდებაში.
ბეწვი
ხშირი და უხეში, მატყლისებური შიდა ფენით, ღია ნაცრისფერი შავში გადასული და ოქროსფერი-მოწითალო ღვიძლისფერში.
კუდი
გრძელი ბალნით დაფა-რული, სიარულისას
ზურგისკენ აზიდული.
თვალები
ნუშისებრი მოყვანილობის, მუქი ყავისფერი ან მუქი თაფლისფერი.
ფეხები
ფართო და ძლიერ დაკუნთული.
სახე
ფართო და თანდათან დავიწროებული, მეგობრული და ცნობისმოყვარე გამომეტყველებით.
ცხვირი
დიდი, შავი და ტყავისებრი.
ტანი
ძლიერი და კომპაქტური, ფართო გულმკერდითა და ღონიერი კისრით.
ლეკვები ენერგიით აღსავსენი არიან, მაგრამ მათი დატვირთვა ზედმეტი ვარჯიშით საზიანო იქნება სახსრებისთვის.
ძალზე გონიერი ალასკური მალამუტი სწრაფად ითვისებს ნასწავლს, ამასთან ძლიერი და თავნება ხასი-ათი აქვს, ასე რომ, ვარჯიში უნდა დააწყებინოთ ადრე.
მალამუტები მოსიყვარულე კომპანიონები არიან და პატრონის გვერდით ყოფნა დიდ სიამოვნებას ანიჭებთ.
მას, როგორც ათლეტურ ჯიშს, ესაჭიროება ყოველდღიური ვარჯიში, მაგრამ ზედმეტად ნუ გადატვირთავთ თბილ ამინდში და მიეცით წყალში გაგრილების საშუალება.
რჩევა:
ალასკური მალამუტი Dშეიძლება იყოს აგრესიული სხვა ძაღლების მიმართ.
ისინი შეუფერებელნი არიან ცხელი კლიმატისთვის.