რატომ არ არტყამს დენს ელექტროსადენზე მჯდომარე ჩიტებს?
რატომ არ არტყამს დენს ელექტროსადენზე მჯდომარე ჩიტებს?
როცა თავს ზემოთ ვწევთ და ვხედავთ ელექტროგადამცემ სადენებს, სადაც მაღალი ძაბვა გადის, უნებურად გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს წინ თავისებური ჯოჯოხეთის ქურაა, რომელსაც ადვილად შეუძლია ნებისმიერი ჩიტი, რომელიც სასიკვდილო კაბელზე ჩამოჯდება, ცოცხლად დაწვას.

სინამდვილეში კი ასე არ ხდება, რადგან კაბელებს შორის და მასზე მჯდარ ფრინველებს დენი არ არტყამს. ის ხომ მასზე ისე ზის, რომ მიწას არ ეხება. ამასთან, მხოლოდ ერთ კაბელზე ზის. ამგვარად კაბელში გამავალი ძაბვა და ფრინველი ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა. მაგრამ თუ აფრენისას, ფრთების აქნევის დროს ჩიტი შემთხვევით უკვე სხვა ძაბვის მეორე კაბელს
შეეხება, ჯოჯოხეთის მანქანა ამოქმედდება…

საბედნიეროდ, ჩვეულებრივ კაბელები საკმაოდ შორიშორსაა განლაგებული ერთმანეთთან, ამიტომ მათთან ერთდროულად შეხება
ფაქტობრივად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ფრინველების სიცოცხლეს საფრთხე ამ მხრივ არ ემუქრება.
ელექტრიკოსი საკმაოდ გამოცდილი
დედამიწის გამტარობით გვაქვს გენაცვალეთ ნული ესეიგი ნეიტრალი, სადენებით კი სამი ფაზა გადადის მაღალი სიხშირით ანუ მაღალი ძაბვა რომ ჰქვია ფიზიკა თეორიაა მე კი გამოცდილება და პრაქტიკა მაქვს, ჩემს მუშაობის პერიოდში ბევრი დადუღებულა ისე რომ დანახშირებულა ზოგი გადარჩა და ის ადგილი აკლია რომელსაც შეხება ჰქონდა ძაბვასთან. ასე რომ ვიცოდეთ ელექტრო ენერგია გამოიმუშავება ჰესებში, ტეცებში, ჰაერის გენერატორებში რომელიც გადადის სადგურებში და მაღალი ძაბვის სახით გადააქვთ შორ მანძილზე ცოტა დანაკარგით მერე ხვდება ტრანსფორმატორებში სადაც გარდაიქმნება დაბალ ძაბვად და მოგვეწოდება ჩვენს სახლებში და ოფისებში, ჩიტი კი მართლა არ იღებს ნეიტრალს რომ წრედი შეკრას მაღლაა და იმიტომ მაგრამ მეორე ხაზი ფაზების ახლოს რომ იყოს აფრენისას მომენტალურად დაიფერფლება, ალბათ გინახიათ მაღალი ტრანსფორმატორებში მაღალი ძაბვის მხარეს კატა რომელიც გამომშრალია ფაზებს შორის, ასეთი ბევრი მინახია და ალბათ თქვენ ვერ გრძნობთ ამ დროს დენი იკარგება მოკლე ჩართვა ხდება და მცველი იწვება, ასე რომ ელექტრიკოსები ადვილ საქმეს არ აკეთებენ მათი სიცოსხლე ყოველთვის საფრთხეშია.
ana
ქართულის მცოდნეობასთან დაკავშირებით, ეს ძალით პროფესორები რომ გამოხტებიან ხოლმე, არტყამს და არა არტყავს!!! :)))) დარტყმაა ფუძე და არა დარტყვა! ასე რომ ყველაფერზე ნუ იპროფესორებთ, ზუსტად თუ არ იცით მინიმუმ!
ოე
თქვენ შიგ ხო არა გაქვთ? ელექტრიკოსები შეგროვდით აქ და მზექალა შანიძეები? რაც წერია ხო გაიგე? არ ეთანხმები? - მაშინ ვინც ვეთანხმებით გაგვატარეთ. ფეჩი-ღუმელი - ბარბარიზმია სადმე?ვერ გაარკვიეთ რა არის? ისეთ დღში ხართ მახათები მალე დაგიცვდებათ :D თემა მომწონს.. თან ეფექტურია ამდენი ქლიავი ერთად რომ შეყარა :D :D
რატომ არ არტყამს დენს ელექტროსადენზე მჯდომარე ჩიტებს?
ავტორს მაგრად უმუშავია ამ საკითხზე, ეტყობა ღამეები ათენა ფიზიკის მე-5 კლასის სახელმძღვანელოზე(ნუ ჩემს ახალგაზრდობაში ამ დროს გავდიოდით, ელექტრობის საწყისებს) თურმე დენი იმიტო არ არტყავთ, რომ ცალი ფეხი მიწაზე არ უდგათ!!! ხო შეიძლებოდა დაგეწერათ, წრედი რო შეიკრას ანუ დენმა რო იმოძრაოს(ანუ დაგარტყათ) ორი სადენია საჭირო ან ან პლიუს მინუსი(მუდმივის შემთხვევაში) ან ფაზა ნული, ასევე ორი ფაზა(ცვლადის შემთხვევაში). რაც შეეხება მიწაზე ფეხის დადგმას ეს ასეა: ელექტროსადგურში სადაც დენი მოიპოვება გენერატორებით, ერთ წვერს "ამიწებენ" და ამას იმიტომ აკეთებენ რომ მეხის დაცემის შემთხვევაში არ დაიწვას გენერატორი, არ გაჩნდეს ხანძარი. თუ დაკვირვებიხართ ამ მაღალი ძაბვის ანძებს შეამჩნევდით რომ ერთი გამტარი(კაბელი) ამ ანძის თავზეა ცალკე გაჭიმული და ეს დამიწებული კაბელია ანუ მეხამრიდი. რადგანაც დამიწებულია და მეხის დაცემის შემთხვევაში განმუხტვა მიწაზე ხდება, მიწა საკმაოდ კაი გამტარია. ასე რომ სულ არ არის აუცილებელი ერთი ფეხის მიწაზე დადგმა ნებისმიერ ორ კაბელში დენი გადის შეეხეთ ერთდროულად და "ისიამოვნეთ"
ზურა
მოქმედების ზონა გააჩნაი ძაბვის სისიდის მიხედვით, სადენის სეხების გარეშეც, ძაბვის მოქმედებსი ზონასი თუ აღმოჩნდება დაარტყავს,მასას გააჩნია ასევე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?