რატომ არ არტყამს დენს ელექტროსადენზე მჯდომარე ჩიტებს?
რატომ არ არტყამს დენს ელექტროსადენზე მჯდომარე ჩიტებს?
როცა თავს ზემოთ ვწევთ და ვხედავთ ელექტროგადამცემ სადენებს, სადაც მაღალი ძაბვა გადის, უნებურად გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს წინ თავისებური ჯოჯოხეთის ქურაა, რომელსაც ადვილად შეუძლია ნებისმიერი ჩიტი, რომელიც სასიკვდილო კაბელზე ჩამოჯდება, ცოცხლად დაწვას.

სინამდვილეში კი ასე არ ხდება, რადგან კაბელებს შორის და მასზე მჯდარ ფრინველებს დენი არ არტყამს. ის ხომ მასზე ისე ზის, რომ მიწას არ ეხება. ამასთან, მხოლოდ ერთ კაბელზე ზის. ამგვარად კაბელში გამავალი ძაბვა და ფრინველი ერთმანეთს აბსოლუტურად ემთხვევა. მაგრამ თუ აფრენისას, ფრთების აქნევის დროს ჩიტი შემთხვევით უკვე სხვა ძაბვის მეორე კაბელს
შეეხება, ჯოჯოხეთის მანქანა ამოქმედდება…

საბედნიეროდ, ჩვეულებრივ კაბელები საკმაოდ შორიშორსაა განლაგებული ერთმანეთთან, ამიტომ მათთან ერთდროულად შეხება
ფაქტობრივად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ფრინველების სიცოცხლეს საფრთხე ამ მხრივ არ ემუქრება.
კარგი ქართულის მცოდნე ავტორს
თქვენ ის გაინტერესებთ რტომ არ არტყა-ვს(მს)?!!!!
ოთარი
კაბელში (სადენში) გადის დენი და არა ძაბვა .გარდა ამისა თუ მაღალი ძაბვის სადენს ორ ცოტათი დაშორებულ წერტილში შევეხებით ძაბვის დართყმის ქვეშ აღმოვჩნდებით,ამიტომაა რომ მიწაზე დავარდნილ დენიან გამტარს არ უნდა მიუახლოვდეთ
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?