თოლია ყოველდღე აკითხავს 80 წლის მამაკაცს, რომელმაც 12 წლის წინ ის გადაარჩინა
თოლია ყოველდღე აკითხავს 80 წლის მამაკაცს, რომელმაც 12 წლის წინ ის გადაარჩინა
80 წლის ბრიტანელმა პენსიონერმა, ჯონ სამერმა, 12 წლის წინ ფეხმოტეხილი თოლია გადაარჩინა. ის ფრინველს ყოველდღე კვებავდა, რადგან თავად საკვების მოპოვება არ შეეძლო.

მას შემდეგ მამაკაცი ყოველდღე სტუმრობს Instow Beach-ის (დევონის საგრაფო) უახლოეს სანაპიროს, ხოლო თოლია მასთან მიფრინავს.

ჯონმა ფრინველს სახელიც დაარქვა - ჩიპი. როდესაც მამაკაცი სანაპიროზე სეირნობს, თოლია ამ ხნის განმავლობაში გვერდიდან არ სცილდება. საოცარია, რომ სანაპიროზე მყოფ ადამიანებს შორის, ჩიპი თავის გადამრჩენელს შორიდან ცნობს და მხოლოდ მასთან მიფრინავს.

Zooclub

ამჟამად თოლია დაახლოებით 20 წლისაა, რაც ადამიანის ასაკთან შეფარდებით, 80 წელია. გამოდის,
რომ ჯონი და ჩიპი ერთ ასაკში არიან. თოლიებში მაქსიმალური ასაკი 32 წელია, რაც კი ამ დრომდე
დაფიქსირებულა.

"როდესაც ჩიპი დაშავებული ვიპოვე, ის ტკივილისგან დიდ ხმაზე ყვიროდა. არ ვიცოდი, როგორ მემოქმედა. მომდევნო დღეს სანაპიროზე სასეირნოდ გამოვედი, ის კვლავ დავინახე. საცოდავი ფრინველი ტკივილისგან ისევ ყვიროდა. მას არ შეეძლო ფრენა და საკვების მოპოვება. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რომ ჩიპი ვერ გადარჩებოდა, რადგან მისი ფეხი საშინლად გამოიყურებოდა", - ამბობს ჯონი.

მამაკაცი თოლიას კვებავდა ძაღლის ორცხობილებით, რომელსაც ის თავისი ძაღლის - ჯეკისთვის ყიდულობდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩიპის ფეხმა შეხორცება დაიწყო. ჯონი მას ყოველდღე კვებავდა, ფრინველი მამაკაცს სულ უფრო ენდობოდა.

Zooclub

"რამდენიმედღიანი მზრუნველობის შემდეგ, ის თავად მოდიოდა ჩემთან და მეც მიახლოების უფლებას მაძლევდა. ჩიპი არავის მიმართ არ ყოფილა ისეთი ნდობით, როგორც ჩემთან. მარტში ის უკეთ გახდა და გაფრინდა, მაგრამ იმავე წლის სექტემბერში თოლია დაბრუნდა და როგორც ჩანს, კვლავ ვახსოვდი", - ამბობს ჯონი.

მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ისინი სანაპიროზე თითქმის ყოველდღე სიხარულით ხვდებიან ერთმანეთს.

წყარო: lucipost.com

ასევე იხილეთ:

მამაკაცმა რვაფეხა გადაარჩინა და ზღვაში გაუშვა... წყლის ბინადარი დაბრუნდა და უცნაური ქცევით ადამიანს მადლობა გადაუხადა

უპატრონო ძაღლი ყოველთვის საჩუქრით მიდის ქალთან, რომელიც მას კვებავს

"მომაკვდავი გარეული ფრინველი გადავარჩინე და ახლა ის სულ თან დამყვება..."
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?