"ჭკვიანი წყლის დასალევი"
ყველა კატას უყვარს სუფთა წყალი. ამისათვის გამოიგონეს ჭკვიანი წყლის ჯამები, რომლებიც შინაურ ცხოველს სუფთა წყალს აწვდის.
ლაზერული სათამაშო
ლაზერის სათამაშო საუკეთესო საშუალებაა მოწყენილი კატის გასამხიარულებლად.
უნიტაზის კატის დასაჯდომი
ყველა შინაური ცხოველი ვერ სწავლობს ადამიანისთვის განკუთვნილ უნიტაზში მოსაქმებას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მას მარტივად ეჩვევა. ასეთ
დივანი გვირაბებით
კატის ცხოვრება გაცილებით საინტერესო გახდება, თუ თქვენს ავეჯს "დივან-გვირაბს" შემატებთ. ის კომფორტულია, როგორც შინაური ცხოველისთვის, ისე ადამიანისთვის.
კატის ავტომატური ტუალეტი
კატის ტუალეტიდან წამოსული უსიამოვნო სუნი გარდაუვალია. ყველაზე ხარისხიანი ქვიშაც კი საჭიროებს ყოველდღიურ განახლებას. კატა ზედმეტად სუფთა ცხოველია და დაბინძურებულ ტუალეტს არ ეკარება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ერთზე მეტი კატა ცხოვრობს. ასეთი ოჯახისთვის საუკეთესოა კატის ავტომატური ტუალეტი, რომელიც ფეკალიებს თავად წმენდს.
ბრჭყალების სალესი
კატებისთვის ყველაზე საყვარელი ნივთი ბრჭყალების სალესია. ცხოველის ბრჭყალები მთელი ცხოვრება იზრდება, ხოლო კატა შინაური, თუმცა მტაცებელი არსებაა, რომელიც თავის "იარაღს" ყოველთვის გამოიყენებს, მათ შორის პატრონებთან თამაშისას. ამიტომ ეს მოწყობილობა მას ბრჭყალებს არა მხოლოდ გაულესავს, არამედ მის სიგრძეს საგრძნობლად შეამცირებს.
სარბენი ბილიკი
შინაური კატისთვის სივრცე განსაზღვრულია. მას ცოტა გასართობი ადგილი აქვს, სადაც სირბილს შეძლებს. ცხოველმა უმოძრაობით შესაძლოა წონაში მოიმატოს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება. ამ შემთხვევაში მარტივი კონსტრუქციის სარბენი ბილიკი თქვენი კატისთვის სასარგებლოა.
მინი საუნა კატებისთვის
ყველა კატას უყვარს თბილი კუთხე. სპეციალისტებმა მათთვის მინი საუნა შექმნეს.
კატის განმარტებითი ლექსიკონი
კნავილი ერთადერთი ხმა არაა, რომელსაც კატა გამოსცემს. სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ფუმფულა ბინადრები ერთმანეთთან და ასევე, ადამიანებთან ურთიერთობისას ასობით სხვადასხვა ხმის კომბინაციას გამოსცემენ. ზოგიერთი მათგანი კატებმა მოიგონეს, რათა პატრონთან ურთიერთობა შეძლონ.
სმარტფონების მწარმოებლებმა შექმნეს სპეციალური პროგრამა, რომელიც ადამიანის ენაზე განმარტავს კატის კნავილსა და კრუტუნს.
საკვები - თავსატეხი
კატა ბუნებით ჭკვიანი ცხოველია, მისთვის აუცილებელია ტვინის ვარჯიში, მაგრამ მუდმივად პატარა ბინაში მისი გაჩერება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, ცხოველი დაისტრესოს, რაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. სპეციალისტებმა შექმნეს საკვები თავსატეხი, რომელიც თქვენს ბინადარს დააინტერესებს.
ასევე იხილეთ:
საჭიროა თუ არა კატისთვის ბანაობა?
როგორ დავალევინოთ კატას წამალი მარტივად და უსაფრთხოდ?
შეიძლება თუ არა კატის/კნუტის სახლში მარტო დატოვება რამდენიმე დღით?