მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მცხოვრები 50 შინაური კატის "ენის" აუდიოჩანაწერების გაკეთებას გეგმავენ. სპეციალისტები დააკვირდებიან, თუ როგორ გავლენას ახდენს ხასიათი მათ ინტონაციაზე: როგორ ხმებს გამოსცემს კატა, როდესაც ის კარგ ხასიათზეა, როდესაც უნდა თამაში, როდესაც ალერსიანია, როდესაც მშიერი ან გაღიზიანებულია.
"იმისთვის, რომ
პროექტის წამყვანი თანამშრომლის, სიუზანა შეტცის სიტყვით, მისი ბინადრები ნამდვილად სხვადასხვანაირად კნავიან, როდესაც დამწუხრებულები ან კმაყოფილები არიან.
"კატების ენის ლექსიკონი დაეხმარება ადამიანებს ბინადრებთან კომუნიკაციის დამყარებაში", - იმედოვნებენ მკვლევარები. ბელურ ბუნებაში კნუტები დედის ყურადღების მისაქცევად წვრილ ხმაზე კნავიან, როდესაც შიათ ან მოფერება უნდათ. გაზრდასთან ერთად ისინი ასეთ ხმებს აღარ გამოსცემენ. თუმცა, შინაური კატები მთელი ცხოვრება კნავიან და ასე ურთიერთობენ, მათ შორის ადამიანებთან," - აღნიშნავენ მეცნიერები.