მაკე კატა სამშობიაროსთან მივიდა და დახმარებას ითხოვდა
მაკე კატა სამშობიაროსთან მივიდა და დახმარებას ითხოვდა
მაკე კატა ბითლისის (თურქეთი) ცენტრში მდებარე ოჯახური ჯანმრთელობის ცენტრში მივიდა და კნავილით დახმარებას ითხოვდა. მას მუცლის ტკივილი აწუხებდა.

ექიმებმა კატა შეამოწმეს და მიხვდნენ, რომ ის დამოუკიდებლად ვერ იმშობიარებდა, ამიტომ დაუკავშირდნენ ახლომდებარე ვეტერინარულ კლინიკას და მშობიარე კატა სპეციალისტებს გადასცეს.  

ვეტერინარებმა კატას საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. შედეგად დაიბადა 4 ჯანმრთელი კნუტი. დედა კატა გადარჩა და თავს კარგად გრძნობს. ცხოველები იქნებიან სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ იმ დრომდე, სანამ ისინი მზრუნველ ოჯახებზე არ გაჩუქდებიან.

Zooclub

ასევე იხილეთ:

მამაკაცი ირწმუნება, რომ მისმა კატამ ლეკვი გააჩინა

ამ ძაღლს არ
სურდა ლეკვების გაჩენა, მიზეზი სევდისმომგვრელია


მაკე ძაღლმა თავისი ფოტოებით ინტერნეტი დაიპყრო

მარინა
საქართველოში მასხარად აგიგდებენ,რომ თქვა კატას დავეხმარე მშობიარობაშიო. ნეტავ ის დრო თუ დადგება როდისმე, პირიქით რომ ხდებოდეს. ძალიან მიყვარს ცხოველები, მშობიარობაშიც დავხმარებივარ და ყველანაირადაც ვუვლი და ვეხმარები, მარტო ჩემებს კი არა, უპატრონოებსაც! არაფერს განსაკუთრებულს ამაში არ ვხედავ. ეს უბრალოდ ადამიანობაა! თუ ხარ (და არა მარტო გერქვას) ადამიანი ასეც უნდა იქცეოდე!
fiso-gori
დღეს სამისნახევარზე ჩემმა ფისოს ,,სონიმ" გამაღვიძა მივხვდი მუცელი სტკიოდა (სამი წელია ჩემს გარეშე არ მშობიარობს) მაშინვე საწოლი მოვუწყე, არ მომცა საშუალება 2 წუთითაც რომ დამეტოვა, ერთ საათში მშობიარობა დაეწყო სამი პატარა კნუტი გააჩინა, უნდა გენახათ რა ბედნიერი შემომკნაოდა ვუყურებდი და თვალწინ უპატრონო კატები და ძაღლები მედგა, ასეთ დროს როგორ უჭირთ, ეჰ......
nana
საქართველოში ალბათ წიხლით გააგდებდნენ
manana-sh
ჩემმა ფისომ და ძაღლმა 2 დღის სხვაობით გააჩინეს შვილები, გვერდიგვერდ უდგათ საწოლები, უნდა ნახოთ ერთმანეთში არეულები რომ არიან კნუტები და ლეკვები, დედა კატა ვერ განასხვევებს და ლეკვებსაც აწოვებს, ასევე იქცევა ძაღლიც,მართლაც საოცარი არსებები არაიან ცხოველები, გაუფრთხილდით და გიყვარდეთ ისინი!
Irma
Uamravi istoria gamigia da minaxia ueno arsebebis saocar sazrianobaze, magram es martla saswaulia.gaixaros yvelam, vinc ase exmareba mat
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?