როგორ ხსნიან ფსიქოლოგები იმ ადამიანის შინაგან ბუნებას, ვისაც კატები უყვარს?
როგორ ხსნიან ფსიქოლოგები იმ ადამიანის შინაგან ბუნებას, ვისაც კატები უყვარს?
თითოეული ადამიანი სამყაროს თავისებურად აღიქვამს. ზოგს მოსწონს იები, თუთიყუშები, ვარდები, ხოლო ზოგს ძალიან უყვარს კატები... მსოფლიოში ფისომოყვარულები იმაზე მეტი არიან, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ფსიქოლოგების თქმით, ადამიანი საყვარელ ცხოველს შემთხვევით არ ირჩევს, ეს ყველაფერი სიღრმისეული, ქვეცნობიერი პროცესია.


რითია განპირობებული ადამიანის სიყვარული კატების მიმართ? როგორი ადამიანები არიან ისინი, რომლებსაც კატები უყვართ?

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ კატა სიმშვიდესა და სიმყუდროვეს განასახიერებს. იგი ოჯახური კერის სიმბოლოა. სავარძელზე წამოწოლილი ფუმფულა, სუფთა, კმაყოფილი ბინადარი კარგად გადმოსცემს ოჯახურ სიმყუდროვეს. ეს კატის ყოლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

ქალები, რომლებსაც კატები უყვართ...

Zooclub

კატა დამოუკიდებლობის
სიმბოლოა, ამიტომ ეს ფუმფულა არსება სწორედ დამოუკიდებელ ქალებს უყვართ. მათ შინაგან ბუნებაში შერწყმულია ნაზი კატური
გრაცია და სიძლიერე.

ფსიქოლოგების თქმით, ასეთი ქალები შრომისუნარიანნი, მიზანმიმართულნი და საოცრად მომთხოვნი არიან. ისინი განსაკუთრებით უვლიან საკუთარ თავს, ასაკთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებიან და საოცრად მიმზიდველნი არიან.

კატებზე ხშირად ზრუნავენ ის ქალები ან გოგონები, რომლებსაც შვილი არ ჰყავთ. შინაური ბინადარი ცვლის ბავშვს, რომელზეც სრული მზრუნველობა და ალერსი გადადის. თუ პატრონი კატას ზედმეტად ანებივრებს, არსებობს რისკი, რომ  იგი ოჯახის ახალ წევრზე ყოველთვის იეჭვიანებს.

ბავშვი, რომელსაც კატა უყვარს, ნაზი და მოსიყვარულეა. რა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბავშვი იწევს კატისკენ? პატარა მასში ხედავს მშობლის შემცვლელს. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ამ ცხოველთან ჩახუტება, რადგან ის ფუმფულა და ნაზია. ფსიქოლოგები ვარაუდს გამოთქვამენ, რომ სახლში კატის ყოფნა ბავშვს უმსუბუქებს სტრესს მას შემდეგ, რაც დედის რძეს მოსცილდება. გასაკვირი არაა, რომ პატარებს თავისი ოთხფეხა მეგობრები ასე ძალიან უყვართ.

Zooclub

მამაკაცი, რომელსაც კატა უყვარს მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. ის ხშირად მიდის  დათმობაზე. მისი შინაური ცხოველი გამუდმებით ეჭვიანობს პატრონზე: კატამ შეიძლება პატრონი დაკაწროს და ზედმეტი ყურადღებით შეაწუხოს, მიზეზი კი ეჭვიანობაა. მიუხედავად ამისა, კატების მოყვარული მამაკაცი ნაკლებად გამაღიზიანებელია, ის საუკეთესო ქმარი და მამაა, რა თქმა უნდა, თუ კატა ახალ ოჯახის წევრს სახლში შეუშვებს.

Zooclub

ადამიანი, რომელსაც კატა არ უყვარს...

დიახ, ისინი არსებობენ. მეტიც, შესაძლოა, ზოგიერთს ამ არსების მიმართ სიძულვილი ჰქონდეს. ხშირ შემთხვევაში, ეს დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ პრობლემებთან.

ქალი, რომელსაც კატა სძულს, ქვეცნობიერად უარყოფს ქალურ ბუნებას, რომელიც ასოცირდება ამ ფუმფულა არსებასთან.

მამაკაცმა, რომელსაც კატა სძულს, შესაძლოა, პატარაობაში დედისგან ან ზოგადად ქალისგან ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ასეთ ადამიანს უდანაშაულო ცხოველისთვის უმიზეზოდ ზიანი მიუყენებია.

თუ ფსიქოლოგებს დაუჯერებთ, გარემოს მიმართ ჩვენს დამოკიდებულებსა და ხედვას თავისი მიზეზები აქვს.

ასევე იხილეთ:

9 მიზეზი, რომ კატა ადამიანის საუკეთესო მეგობარია

5 სახეობის ცხოველი, რომელიც ადამიანს მკურნალობს

5 საშუალება, თუ როგორ უნდა გამოხატოთ თქვენი კატის მიმართ სიყვარული


mag
სიძულვილთან დაკავშირებით მე ჩემი ახსნა მაქვს...მეზიზღება სინაგლე,რაც კატას ახასიათებს და ეგოისტობა,არც ქალურ ბუნებას უარვყობ და არც ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს.....აბა,მიპასუხეთ ''ფსიქოლოგებო''
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?