გაიცანით ომარი - ყველაზე გრძელი კატა მსოფლიოში
გაიცანით ომარი - ყველაზე გრძელი კატა მსოფლიოში
ავსტრალიელი სტეფან ჰერსტი ყოველთვის თვლიდა, რომ მისი ხვადი კატა ომარი ჩვეულებრივზე დიდი ზომის იყო, მაგრამ მაინც გაკვირვებული დარჩა, როდესაც მას გინესის რეკორდების წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი შინაური ბინადარი, შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე გრძელი კატის სახელით გინესის წიგნში შესულიყო.

"თავიდან ვერ ვიჯერებდი, რომ ომარი სხვებისგან ასეთი გამორჩეული იყო. ვფიქრობდით, რომ ის უჩვეულოდ დიდი იყო, თუმცა, არაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ საზოგადოებას ომარის არსებობის შესახებ გაეგო, რადგან ვფიქრობთ, რომ ის ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია", - ამბობს სტეფანი.

Zooclub

რამდენიმე კვირის წინ პატრონმა ომარის პარამეტრები
ვეტერინართან შეამოწმა. შინაური ცხოველი სიგრძით 120 სანტიმეტრია, ხოლო მისი წონა 14 კგ-ს შეადგენს. დღეისთვის მსოფლიოში
ყველაზე გრძელი კატის ტიტულს ბრიტანეთში მცხოვრები მეინ-ქუნის ჯიშის კატა ფლობს. მისი სიგრძე 118 სანტიმეტრია.

Zooclub

მას შემდეგ, რაც ომარის ფოტოები Cats Of Instagram-ზე გავრცელდა, ძალიან პოპულარული გახდა.

Zooclub

ომარის ყოველდღიური განრიგი - იღვიძებს დილის ხუთ საათზე, საუზმობს კატის მშრალი საკვებით, შემდეგ იძინებს ბატუტზე, ხოლო სადილზე მიირთმევს კენგურუს ხორცს.

Zooclub

"მას დივანზე სძინავს, რადგან საწოლში ძალიან დიდ ადგილს იკავებს და ჩახუტებასა და მოფერებას ითხოვს", - ამბობს კატის პატრონი.

Zooclub

სტეფანის თქმით, მის ქმარს ყოველთვის სურდა, ჰყოლოდა დიდი კატა და, როგორც ჩანს, მამაკაცის ოცნება ასრულდა.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ამ ბიგლიმ 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ყველაზე გრძელი კუდი - ბელგიაში ძაღლმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა

ინგლისში მცხოვრები ყველაზე მძიმე ძაღლი 98 კილოგრამს იწონი
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?