გაურკვეველია, თუ რატომ ცდილობდა ქუჩის კატა კლინიკაში შესვლას, მაგრამ მოხდა უცნაური რამ - ცხოველის თავი კედელსა და მოძრავ კარს შორის გაიჭედა. დაბლოკილი კარი მას განთავისუფლების საშუალებას არ აძლევდა.
როდესაც კატამ სუნთქვა შეწყვიტა, სწორედ მაშინ შეამჩნია იგი კლინიკის პერსონალმა. ექიმები ცხოველის საშველად დაუყოვნებლივ მივიდნენ. პატარა არსება
კლინიკის ჰოლში შემთხვევით მოხვდა ექიმი-რეანიმატოლოგი ჰალილ აკურეკი, რომელმაც ცხოველის გადასარჩენად ძალები არ დაზოგა.
"ის თითქმის აღარ სუნთქავდა, ზურგზე ხელი მოვკიდე, ფრთხილად გამოვიყვანე კარიდან და იმ წამიდან დავიწყე გულის მასაჟის გაკეთება", - ამბობს ექიმი-რეანიმატოლოგი.
როდესაც კატა გონს მოვიდა, მას ჟანგბადის სასუნთქი მოწყობილობა გაუკეთეს.
პატარა პაციენტის გადარჩენის შემდეგ, ექიმი აკურეკი დაუკავშირდა ვეტერინარს, რომელმაც კატას საჭირო მედიკამენტები დაუნიშნა.
კლინიკის თანამშრომლებმა ცხოველს "სასწაული" დაარქვეს.
ამის შემდეგ კატის ცხოვრებაში კიდევ ერთი სასწაული მოხდა. ექიმმა-რეანიმატოლოგმა, რომელმაც ის გადაარჩინა, მისი აყვანა გადაწყვიტა. ასე რომ, ქუჩაში მცხოვრებმა კატამ მზრუნველი პატრონი იპოვა.
ასევე იხილეთ:
მამაკაცი ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდა, თუმცა ცხოველს პატრონი გადაეფარა
ვეტერინარი ოპერაციის შემდეგ პაციენტებს სიმღერით ამშვიდებს
მეხანძრემ ძაღლს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და.. გადაარჩინა..