მასწავლებლებმა შეამჩნიეს, რომ თუ კატა გაკვეთილზე იყო, მოსწავლეები გაცილებით მშვიდად და ფრთხილად იქცეოდნენ. გარდა ამისა, ისინი აღარც ხმაურობდნენ და ყვიროდნენ, რათა ტამბო არ შეეშინებინათ.
სკოლის თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ კატა გაკვეთილებზე
ზოგჯერ ბავშვებს წიგნის გადაფურცვლაშიც ეხმარებოდა...
და მასწავლებლებს ყურადღებით უსმენდა.
მოსწავლეები იგონებენ ისტორიებს და აკეთებენ პრეზენტაციებს, სადაც მთავარი მოქმედი გმირი ტამბოა.
და როგორც ყოველთვის, მშობლებს შორისაც მოიძებნა ისეთი ადამიანი, რომელსაც სკოლაში კატის არსებობა არ მოეწონა. მან საჩივარი დაწერა, რის შემდეგაც სკოლის თანამშრომლებმა ტამბოსთვის ახალი პატრონი მოძებნეს.
ჟღალი კატა 3 დღე არ დადიოდა სკოლაში. ის მთელი დღე თავისი ახალი სახლის ფანჯარასთან მოწყენილი იჯდა, არ ჭამდა და არც წყალს სვამდა, ხოლო სკოლაში ბავშვები ტიროდნენ, რადგან ტამბო ძალიან ენატრებოდათ.
სკოლის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო და ტამბო ოფიციალურად გააფორმა შტატის თანამშრომლად. ცხოველს გაუხსნეს პირადი საქმე, რომელსაც დაურთეს სერტიფიკატი, სადაც აღნიშნულია ტომბოს აცრები და მონაცემები მისი ჯანმრთელობის შესახებ. გარდა ამისა, ჩამოთვლილია მისი ვალდებულებები სამუშაო დროს.
ტამბოს დაბრუნება ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. მშობელმა, რომელმაც ცხოველის შესახებ საჩივარი დაწერა, ოფიციალურად ბოდიში მოიხადა კატისა და მთელი სკოლის წინაშე, ხოლო შემდეგ ფუმფულა ბინადარს ლამაზი საყელური აჩუქა.
სკოლის ადმინისტრაციამ შიდა განაწესში სახალისო წესი ჩართო - მოსწავლეს, რომლის რვეულზეც ტამბო დაწვება, კანონიერი უფლება აქვს, გაკვეთილზე არ დაწეროს. ამის შესახებ სკოლის ჟურნალში სპეციალური აღნიშვნა კეთდება.
ამჟამად ტამბო კვლავ სტუმრობს მესამე კლასს და მას ხუმრობით მესამე კლასის ჟღალ დირექტორსაც უწოდებენ.
ასევე იხილეთ:
დედა იხვის და მისი ჭუკების გამო, სკოლა ყოველ წელს იკეტება
ძაღლი ყოველდღე მარტო მიდის სკოლასთან და ამას თავისი მიზეზი აქვს
ძაღლი, სახელად მეგი, ლექტორთან ერთად სასწავლო პროცესს უძღვება