ახალი საქორწილო ტრადიცია: წყვილები სტუმრებს ყვავილების მაგივრად მეტად უცნაური საჩუქრის მიტანას სთხოვენ
ახალი საქორწილო ტრადიცია: წყვილები სტუმრებს ყვავილების მაგივრად მეტად უცნაური საჩუქრის მიტანას სთხოვენ
ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ახალდაქორწინებულმა წყვილმა ქორწილში დაპატიჟებული სტუმრები წინასწარ გააფრთხილა, ყვავილების მაგივრად საჩუქრად მიეტანათ ძაღლის ან კატის საკვები, რომელსაც შემდგომ ადგილობრივ თავშესაფარს გადასცემდნენ.

ეს უცნაური სიახლე ბელარუსიაში ტრადიციად დამკვიდრდა, მაგალითად, სხვა წყვილები ქორწილში მიწვეულ სტუმრებს სთხოვენ, მიიტანონ
ბავშვის სათამაშოები, რომლებიც ადგილობრივ უპატრონო ბავშვთა თავშესაფრებში მიაქვთ.

სტუმრები განსხვავებულად იღებენ ახალდაქორწინებულების თხოვნებს. ერთნი თვლიან, რომ ეს პიარის ნაწილია, ხოლო სხვებს მოსწონთ მათი გადაწყვეტილება და სიამოვნებით თანხმდებიან ამ უცნაურ წამოწყებას.

რომანი და ირინაც ახალდაქორწინებულები არიან, რომლებმაც ქორწილში დაპატიჟებული სტუმრები წინასწარ გააფრთხილეს, რომ
ყვავილების მაგივრად, ცხოველებისთვის განკუთვნილი საკვები მიეტანათ.

მართლაც, სტუმრების "საჩუქრების" რაოდენობამ შეადგინა- 7,6 კგ კატისა და
28,2 კგ. ძაღლის საკვები, რომლითაც წყვილი უპატრონო ძაღლებს გაუმასპინძლდა.


ასევე იხილეთ:

გააბედნიერეთ ახლობელი ადამიანი - აჩუქეთ მას უსაყვარლესი ლეკვი!

უცნობმა დაშავებული ძაღლის ოპერაციისთვის 6 000 დოლარი გადაიხადა

20 ყველაზე კრეატიული საჩუქარი ფრინველების მოყვარულთათვის
52
კარგი იყო, ძალიან მომეწონა!
m
პრაქტიკული და სასარგებლო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?