შინაური კატა, რომელსაც პრინცესას ეძახიან, მართლაც, რომ სახელის შესაბამისად იქცევა: მან გოგონას წაართვა ტელეფონი, რომელსაც თათებით იცავს. ცხოველს ბავშვის ტირილიც კი არ ანაღვლებს, მშვიდად და მეფურად დივანზე წამოწოლილა თავის ნადავლთან ერთად.
გოგონა შეუჩერებლად ტირის და დედას უხსნის: "ბოროტმა კატამ ტელეფონი წამართვა და არ მიბრუნებს."
დედა ბავშვს ურჩევს, კატას ზრდილობიანად სთხოვოს, მაგრამ ელი ამბობს, რომ ცხოველი მას უკბენს. როგორც ჩანს, გოგონა მართალს ამბობს, რადგან ყოველ ჯერზე ნათელია, რომ პრინცესა მხოლოდ გარეგნულად ჩანს მშვიდი, სინამდვილეში ის არაფრით გამორჩეული მტაცებელია, რომლის დამორჩილებაც დედასაც უჭირს.
პატარა ელიმ ვერ შეძლო ტელეფონის დაბრუნება.
სინამდვილეში კატა და გოგონა საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი ერთად იზრდებიან და პრინცესა ოჯახის სრულუფლებიანი წევრია.
წყარო: dailymail.co.uk
ასევე იხილეთ:
"მომე ჩიჩიააა" - 2 წლის ბიჭუნამ ცუგას "ჩიჩია" წაართვა
თავხედმა თოლიამ ორ შინაურ კატას გვერდი აუარა და მათი საკვები შეჭამა
მაიმუნმა გველების მომთვინიერებელს კობრა ხელიდან გამოსტაცა და გაიქცა