ვინ შეცვალა აუტიზმით დაავადებული ბავშვის ცხოვრება
ვინ შეცვალა აუტიზმით დაავადებული ბავშვის ცხოვრება
მსოფლიოში არც თუ ისე ცოტა ბავშვია, რომელსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ოთხი წლის აირისიც ამ დაავადების მსწვერპლია. მშობლების თქმით, ის თითქმის არ ლაპარაკობს, ძალიან უჭირს ადამიანებთან ურთიერთობა, ამიტომაც გოგონას საუკეთესო მეგობარი პატარა კნუტი გახდა, რომელიც თითქმის გვერდიდან არ შორდება აირისს.

კნუტს ტულა ჰქვია. აირისის მშობლების კნუტს- ოჯახში ბედნიერებისა და სიხარულის მომტანად თვლიან.

Zooclub

"ტულა ძალიან ალერსიანი და ერთგული კნუტია, ჩემი შვილი ისე შეეჩვია მას, რომ ტულას გარეშე ერთი წუთითაც ვერ სძლებს."- ამბობს გოგონას დედა. 

იმ დღიდან, რაც ტულა აირისის ოჯახში მოვიდა, ის იმ
ღამითვე გოგონას გვერდით დაწვა და ერთად მშვიდად დაიძინეს. ასე გრძელდება დღემდე.

Zooclub

"ტულა ჩემი შვილის "მფარველი
ანგელოზია."- ამბობს აირისის დედა.

კნუტთან ერთად ცხოვრების პერიოდში აირისი ძალიან შეიცვალა. მას შემდეგ გოგონა ყოველ დილით ბედნიერი სახით იღვიძებს და მის სახეზე ყოველთვის ღიმილია. მანადე ის ყოველთვის გულჩათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი იყო.

Zooclub

"ჩვენ გვქონდა სურვილი აირისის ეს პატარა ამბავი გაგვეზიარებინა იმ მშობლებისთვის, რომელთა ბავშვებსაც აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს და ისინი თავის თავში ჩაკეტილები განაგრძობენ ცხოვრებას. ტულამ ჩემი შვილის განწყობა რადიკალურად შეცვალა, ეს ცხოველი ისე ეხმარება ჩემს ბავშვს ცხოვრებაში, რომ ადამიანები ვერასოდეს შეძლებენ იმას, რაც ამ პატარა კნუტმა გააკეთა."- ამბობს გოგონას დედა.

nana
გენაცვალეთ ყველას ვისაც გიყვართ ცხოველები.ფისოები და ძაღლები,რომლებიც არასოდეს გიღალატებენ,გულს არ გატკენენ,არაფერს ითხოვენ შენგან და უსაძღვროდ გასცემენ სიყვარულს,რაც სამწუხაროდ ადამინთა მოდგმის ძალიან ცოტას თუ შეუძლია.
nani makalatia
ძალიან მიყვარს ცხოველები განსაკუთრებით კატები,მეც დამცინიან მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სხვა რას იტყვის მე ვიცი მათი საოცარი თვისებები,ხანდახან მართლაც უცხოპლანეტელები მგონია, ისინიც გრძნობენ ადამიანის განწყობილებას,ისეთი თბილები არიან და საყვარლები,ვისაც ცხოველები არ უყვარს მე მათი არაფერი არ მწამს,მაპატიეთ კატეგორიულობა.
mzia osiashvili
უკვე დიდი ხანია კატებტან ვმეგობრობ, რომ იცოდეთ რა საოცარი არსებები არიან, თბილები და ალერსიანები არიან.ცხოველები ჩემი დიდი მეგობრები არიან.ისინი მაძლევენ :სითბოს,სიხარულს,სიყვარულს.
lika charbadze
ცხოველები ჩემი დიდი მეგობრები არიან.ისინი მაძლევენ :სითბოს,სიხარულს,სიყვარულს.ადამინებისგან განსხვავებით უსამართლოდ გულს არ გტკენენ.აუტიზმით დაავადებული გოგონას ამბავმა და მისმა პატარა კნუტმა შემძრა.ქალბატონი მაია რომ წერს,ჩემნაირ ადამიანებს დასცინიანო.ეს მართალია,ჩემიც უკვირთ."გათხოვდი და ცხოველებს"შეეშვიო"მირჩევენ.სამწუხაროდ,ქართველების უმრავლესობა მოუმზადებელი,ინტელექტუალურად განუვიათარებელი ხალხია,რომელებიც ცხოველებზე აგრესიულად და გაუმართლებლად იქცევიან.ვითომ ძაღლებზე"გიჟდებიან",მაგრამ ეს ისე "სამარიაჟოდ" და კატებს ვერ იტანენ..."ბეწვი ცვივათ და მავებლები არიან,სუნი აქვთო"... არ იციან,რომ კატებს აქვთ უდიდესი უნარი დაინახონ და განასხვავონ თეთრი და შავი აურა,უყვარდეთ ადამიანები,დადებითი მუხტით დატვირთონ გარემო,თავის თავზე აიღონ ბევრი დაავადება,გაანადგურონ მღრღნელები...პარაზიტები და ქვეწარმავლებიც კი...აი,ჩემი სიამის კატა ნამდვილი მეგობარია.უსაყვარლესი და უსათნოესი.ბევრ "ჭუჭყიან"ადამიანს სჯობს და არც მათთსავით ყარს და იკბინება...
marika
უკვე დიდი ხანია კატებტან ვმეგობრობ, რომ იცოდეთ რა საოცარი არსებები არიან, თბილები და ალერსიანები არიან.. მე ვიყავი უდიაგნოზო- ყველაფერი მტკიოდა და მაცუხებდა, ეხლა ულევი ენერგია მაქვს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?