წარმოიდგინეთ ქალაქის ბოლოს მდებარე სახლი. მამა გვიანობამდე სამსახურშია, დედა მთელი დღე გასულია მაღაზიებში, ბაზარსა და სხვა ადგილებში. სახლში მარტო რჩება 6 წლის პატარა გოგონა.
სწორედ ამის შესახებ შეიტყვეს ადგილობრივმა მძარცველებმა, რომლებმაც ბინის გატეხვა გადაწყვიტეს, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ დამნაშავეები სათანადოდ მზად არ ყოფილან ამ სახლის გასაძარცვად.
როდესაც ჩასაფრებულმა მძარცველებმა შეამჩნიეს, რომ სახლის პატრონები წავიდნენ, მიუახლოვდნენ კარს და საკეტის გახსნას შეუდგნენ, მაგრამ სანამ კარს გააღებდნენ, თავის დაზღვევის მიზნით,
-ვინ არის?
-ფოსტალიონი ვარ. უფროსები სახლში არიან?
-არავინ არის, მხოლოდ მე და ვასია ვართ.
-რამდენი წლის არის ვასია?
-მე 6 წლის ვარ, ვასია რამდენიმე დღის წინ 3 წლის გახდა.
გახარებულმა მძარცველებმა საკეტი გატეხეს და ბინაში შეიჭრნენ, რაც შემდეგ მოხდა მათ არასოდეს დაავიწყდებათ.
სიბნელიდან დერეფანში გამოვიდა უზარმაზარი ნაგაზი, რომელმაც ერთ-ერთი ქურდი კუთხეში მიიმწყვდია და ქეჩოში კბილები ჩაავლო. მეორე მძარცველი ადგილზე გაშეშდა და გაოცებული უყურებდა ქართულ ნაგაზს. სწორედ ის აღმოჩნდა 3 წლის ვასია.
დამნაშავეები შიშისგან ვერ მოძრაობდნენ, ხოლო ვასია მათ პატრონის მოსვლამდე რამდენიმე საათი დარაჯობდა. მეტიც, სანამ პოლიცია მოვიდოდა ძაღლმა მძარცველებს გაქცევის ნება არ მისცა.
ასევე იხილეთ:
ძაღლმა პატრონი პოლიციას დააჭერინა
ნარკოდილერების კუთვნილი ძაღლი პოლიციას თავად ჩაბარდა
როგორ დაიჭირეს პოლიციელებმა დამნაშავე კატის დახმარებით