მძარცველებს ეგონათ, რომ სახლს გაქურდავდნენ, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ელოდნენ
მძარცველებს ეგონათ, რომ სახლს გაქურდავდნენ, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ელოდნენ
ამბობენ, რომ ეს ისტორია სინამდვილეში მოხდა. ბოლომდე გადაკითხავს შემდეგ  მიხვდებით, რომ დაუჯერებელიც არაფერია.

წარმოიდგინეთ ქალაქის ბოლოს მდებარე სახლი. მამა გვიანობამდე სამსახურშია, დედა მთელი დღე გასულია მაღაზიებში, ბაზარსა და სხვა ადგილებში. სახლში მარტო რჩება 6 წლის პატარა გოგონა.

სწორედ ამის შესახებ შეიტყვეს ადგილობრივმა მძარცველებმა, რომლებმაც ბინის გატეხვა გადაწყვიტეს, თუმცა, საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ დამნაშავეები სათანადოდ მზად არ ყოფილან ამ სახლის გასაძარცვად.

როდესაც ჩასაფრებულმა მძარცველებმა შეამჩნიეს, რომ სახლის პატრონები წავიდნენ, მიუახლოვდნენ კარს და საკეტის გახსნას შეუდგნენ, მაგრამ სანამ კარს გააღებდნენ, თავის დაზღვევის მიზნით,
ბინაში ზარი დარეკეს. ბინიდან გოგონას ხმა მოესმათ:

-ვინ არის?
-ფოსტალიონი ვარ. უფროსები სახლში არიან?
-არავინ
არის, მხოლოდ მე და ვასია ვართ.
-რამდენი წლის არის ვასია?
-მე 6 წლის ვარ, ვასია რამდენიმე დღის წინ 3 წლის გახდა.

გახარებულმა მძარცველებმა საკეტი გატეხეს და ბინაში შეიჭრნენ, რაც შემდეგ მოხდა მათ არასოდეს დაავიწყდებათ.

სიბნელიდან დერეფანში გამოვიდა უზარმაზარი ნაგაზი, რომელმაც ერთ-ერთი ქურდი კუთხეში მიიმწყვდია და ქეჩოში კბილები ჩაავლო. მეორე მძარცველი ადგილზე გაშეშდა და გაოცებული უყურებდა ქართულ ნაგაზს. სწორედ ის აღმოჩნდა 3 წლის ვასია.

Zooclub

დამნაშავეები შიშისგან ვერ მოძრაობდნენ, ხოლო ვასია მათ პატრონის მოსვლამდე რამდენიმე საათი დარაჯობდა. მეტიც, სანამ პოლიცია მოვიდოდა ძაღლმა მძარცველებს გაქცევის ნება არ მისცა.

ასევე იხილეთ:

ძაღლმა პატრონი პოლიციას დააჭერინა

ნარკოდილერების კუთვნილი ძაღლი პოლიციას თავად ჩაბარდა

როგორ დაიჭირეს პოლიციელებმა დამნაშავე კატის დახმარებით

ვახო
მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა. მყავდა ამერიკული სტაფი. მთელი ოჯახი გადაგვარჩინა. ღამის 3 საათზე მძარცველებმა სახლში შეხწევა სცადეს და გააჩერა. ტანკივით იყო მაგარი, არაფრის არ ეშინოდა.ჩემ პატარა ბავშვებს იცავდა ეზოში. ბევრჯერ გადამარჩინა ცუდ სიტუაციაში. მერე არ ვიცი როგორ მოხდა და ლეიშმანიოზი აიკიდა. ორი თვე გრძელდებოდა ბრძოლა სიცოსხლისთვის. ვეტერენარმა მითხრა - დააძინე, მაგრამ როგორ? ოჯახის წევრი იყო ჩემთვის და ვუპასუხე - მოდი ყველაფერი ვსცადოთ. ნებისმიერ ფულს გადავიხდიდი. ვალებიც ავიღე მაშინ, ხელებზე ვატარებდი ექიმთან, რადგან კარგავდა ძალას, მაგრამ მაინც... ჩემ ძაღლს ერქვა ბუჩი! ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძაღლზე ერთგული მეგობარი არ არსებობს.
12
მეც მყავდა ერთი ქოსა ნაგაზი ყველას უშვებდა სახლში მარა სახლიდან არავის თუ პარტონი არ გაყვებოდა ეზოში.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?