პატარძალი აღშფოთდა, როცა შეიტყო, თუ რა საჩუქარი მოუმზადა ქორწილში სიძემ
პატარძალი აღშფოთდა, როცა შეიტყო, თუ რა საჩუქარი მოუმზადა ქორწილში სიძემ
ანდობთ თუ არა თქვენს მეორე ნახევარს ქორწილის დამოუკიდებლად დაგეგმვას ? ყველას სურს, საკუთარი ქორწილი დაუვიწყარი იყოს, თუმცა, ზოჯერ წვეულება სტუმრებისთვის შოკისმომგვრელი სანახაობა ხდება.

სწორედ მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა მამაკაცი, რომელსაც სურდა, საკუთარი ქორწილი ყველასთვის დასამახსოვრებელი ყოფილიყო. ბილიმ 50 ღორის შესაძენად 14 ათასი დოლარი გადაიხადა, რათა ცხოველები საპატარძლოს საკურთხეველთან გაჰყოლოდნენ.

Zooclub

მომავალი ცოლი ღორების დანახვამ საშინლად აღაშფოთა. 

საკუთარ ქორწილში ყველა ბედნიერია, თუმცა, ამას ვერავინ იტყოდა 23 წლის სტეფზე. მამაკაცმა გადაწყვიტა, თემატური ქორწილი ღორების ფერმაში მოეწყო, სადაც ცხოველები ტალახში ნებივრობდნენ. ფაქტმა არამარტო სტეფი, არამედ მომავალი სიდედრიც
გააღიზიანა.

Zooclub

სტეფი ყოველთვის ოცნებობდა სოფლის ტრადიციულ ქორწილზე, მაგრამ ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ საკურთხეველთან მისასვლელად  ტალახის გავლა
ღორების თანხლებით მოუწევდა.

Zooclub

გოგონას დედა ძალიან გაბრაზებული იყო, როდესაც შვილი ღორების გარემოცვაში იხილა.

Zooclub

ბილიც თავს უხერხულად გრძნობდა, როცა საყვარელი ადამიანისა და სტუმრების უკმაყოფილო გამომეტყველებას ხედავდა.

Zooclub

სასიძომ უჩვეულო წვეულება შემდეგი მიზეზით ახსნა: მას სურდა "ღორების წვეულების" მსოფლიო რეკორდის დამყარება.

Zooclub

საბოლოოდ, ქორწილი შედგა, გოგონამ საქმროს შრომა დააფასა, მაგრამ მსოფლიო რეკორდი არ გამოვიდა. მთავარია, რომ ეს უჩვეულო წვეულება ყველა სტუმარსა და თავად პატარძალს არასოდეს დაავიწყდება.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ძაღლების ქორწილი 20 ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა

ქალაქის მერმა ნიანგზე მეორედ იქორწინა

წყვილმა ქორწილში ათასი კატა დაპატიჟა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?