რამდენიმე ხნის წინ მსგავსი შემთხვევა განმეორდა ზიმბაბვეს ნაკძალ "მანა პულსში".
როგორც ცნობილია, სპილოს ძვალი შავ ბაზარზე ძვირადღირებული ნივთია. მიუხედავად დიდი სასჯელისა და ფულადი ჯარიმისა, ადგილობრივმა ბრაკონიერებმა მისი მოპოვება გადაწყვიტეს.
ისინი რამდენიმე სპილოს ჩაუსაფრდნენ და ერთ-ერთის მოკვლა სცადეს, მაგრამ გასროლის ხმამ ნაკრძალის რეინჯერები მიიზიდა და ბრაკონიერები იძულებულნი გახდნენ, ტერიტორია დაეტოვებინათ. სპილოს ტყვია შუბლში მოხვდა, რის შედეგადაც ის საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა.
დაშავებული ცხოველი უცნაურად იქცეოდა.
ინციდენტის შემდეგ სპილოს საშინელი სტრესი ჰქონდა. მან დაკარგა ადამიანების მიმართ ნდობა, ამიტომ ცხოველი, ე.წ. ტრანკვილიზატორით დააძინეს. შემოწმებისას გაირკვა, რომ შუბლში ტყვია ღრმად ჩასულიყო, თუმცა, საბედნიეროდ, ტვინამდე არ ჩააღწია. სპილოს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, რის შედეგადაც ტყვია და ძვლის დაზიანებული ნაწილიც ამოუღეს.
ნარკოზიდან გამოსულმა საცოდავმა ცხოველმა ძველებურად თავი ხეს გაუსვა, მაგრამ ტკივილი აღარ ჰქონდა. ის მოკალათდა ხის ძირში და დაიძინა. რამდენიმე დღის შემდეგ ნაკრძალის ბინადარი სრულიად გამოჯანმრთელდა.
ინციდენტიდან ერთი კვირის შემდეგ ცხოველი დამშვიდდა. ამასთან ერთად დაუბრუნდა ადამიანების ნდობაც, დღეს ის ძველებურად მეგობრული და მოსიყვარულეა მზრუნველი მომვლელების მიმართ.
ასევე იხილეთ:
ნაციონალურ პარკში ყველა ბრაკონიერს გაუფრთხილებლად ესვრიან, ვინც მარტორქაზე ინადირებს
ციმბირში ბრაკონიერებმა 20 000 ჩრდილოელი ირემი მოკლეს
სულისშემძვრელი ფოტო - დედა სპილოს სამუდამო დამშვიდობება შვილთან... "ისინი ერთმანეთს ვეღარასოდეს შეხვდებიან"