ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფერმერმა ლოიდ ოლსენმა თავის მამალს თავი მოაჭრა, თუმცა, შეამჩნია, რომ ფრინველი სიკვდილს არ აპირებდა.
ისევე როგორც 70 წლის წინ, ეს ისტორია დღესაც ფანტასტიკა გვგონია, მაგრამ მას შემდეგ, რაც უთავო მამლის ფენომენით სპეციალისტები დაინტერესდნენ, ყველაფერს ნათელი მოეფინა.
როგორც ყოველთვის, მთავარი მოქმედი ძალა, ამ შემთხვევაშიც, ფული გახდა - როდესაც ფერმერმა
უთავო მამლის სანაცვლოდ ფერმერს 10 000 დოლარს სთავაზობდნენ, რაც მე-20 საუკუნის შუა ხანაში საკმაოდ სოლიდური თანხა იყო, თუმცა, ფრინველის პატრონს უჩვეულო ბინადრის გაყიდვა არ უფიქრია.
უდავოა, არაერთ ადამიანს სურდა გაემეორებინა ეს ფენომენი, რასაც იმ პერიოდში, უამრავი მამალი შეეწირა, თუმცა, უშედეგოდ.
ადამიანების უმეტესობა სპეციალისტებისგან ამ საიდუმლოს ამოხსნას ითხოვდნენ. ვეტერინარები კი ამბობდნენ, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო და ამის ახსნა არ შეეძლოთ, თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაფერი გაირკვა: როდესაც ფერმერმა ქათამს თავი მოაჭრა, ის მცირედით შეცდა და ტვინის ძირითადი ნაწილი, ამას დამატებული მთავარი არტერია, არ დაზიანებულა.
ერთის მხრივ, ადამიანები ხედავდნენ უთავო ფრინველს, რომელმაც შეინარჩუნა არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ რეფლექსებიც - მას შეეძლო სიარული, ძილი, იკვებებოდა და ხმას გამოსცემდა, თუმცა, სრულყოფილად არაფერი გამოსდიოდა. ეს გახდა წარმოუდგენელი სიახლე, რომელმაც ყველა დააინტერესა, ხოლო ფერმერს დიდი თანხა აშოვნინა.
იმისათვის, რომ მაიკი არ მომკვდარიყო, პატრონი მას რძისა და სიმინდის ნარევით კვებავდა. ასევე, ზრუნავდა და მაქსიმალურად უვლიდა ძირითადი შემოსავლის წყაროს. მამაკაცი თვლიდა, რომ ვალდებული იყო ფრინველისთვის მზრუნველობა გაეწია, რადგან მაიკის წყალობით, მან თითქმის მთელი ქვეყანა მოიარა იმის მაგივრად, რომ ბინძურ ფერმაში ემუშავა.
მამლისთვის სულერთი იყო - საოცარი დამთხვევის წყალობით, მისი ტკივილის რეცეპტორები და თვალები მოჭრილ თავთან დარჩა. შედეგად კი, გაოცებული მაყურებლის წინაშე "ზომბი-მამალი" დადიოდა.
არაფერი გრძელდება სამუდამოდ - თავის მოჭრიდან 18 თვის შემდეგ მაიკლი მოკვდა. უთავო ფრინველის ოფიციალური სიკვდილის მიზეზად ძილში გაგუდვა დასახელდა.
ასევე იხილეთ:
მეცნიერების დასკვნა- ქათამი ფრინველი არ არის, ის დინოზავრია