"ვიღაც რეკავდა 911-ში და ხმას არ იღებდა", პოლიციამ დამნაშავეები 16 ზარის შემდეგ გამოავლინა
"ვიღაც რეკავდა 911-ში და ხმას არ იღებდა",  პოლიციამ დამნაშავეები 16 ზარის შემდეგ გამოავლინა
იმისათვის, რომ სასურველი მიიღონ, ძაღლები რემი და ბომბერი ყველაფერს მოიმოქმედებენ.  მეტიც, მიზნის მისაღწევად პოლიციის გამოძახებასაც არ შეუშინდებიან. 

რამდენიმე ხნის წინ, მინესოტას (აშშ) პოლიციის განყოფილებაში უცნაური ზარი შევიდა. მორიგემ უპასუხა, თუმცა, მეორე მხრიდან მხოლოდ სიჩუმე იყო.

ყველაფერი ერთი ზარით არ დასრულებულა. ოფიცრები მიშელ რობერტსი და ემილი ბარსი იმ სახლთან მივიდნენ, საიდანაც ზარი განხორციელდა, მაგრამ სახლი ჩაკეტილი იყო და თითქოს იქ არავინ იმყოფებოდა, მხოლოდ შორიდან ძაღლის ყეფა ისმოდა.

სანამ პოლიციელები დანიშნულების ადგილზე მიდიოდნენ, მათ იმავე სახლიდან,  911-ზე კიდევ სამი ზარი მიიღეს.

სამართალდამცველებმა შენობა
ყველა მხრიდან შეამოწმეს და წავიდნენ, თუმცა, იმავე სახლიდან პოლიციის განყოფილებაში ზარები არ წყდებოდა. რობერტსმა გადაწყვიტა
საეჭვო ტერიტორიაზე კვლავ დაბრუნებულიყო და ყველაფერი გაერკვია. მან სახლის მფლობელის ტელეფონი გაიგო და ავტოფარეხის კოდიც მიიღო.

ის ღელავდა, რადგან ფიქრობდა, რომ შესაძლოა შენობაში ადამიანი ყოფილიყო, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო, აგრძელებდა პოლიციასთან დაკავშირებას და ხმას ვერ იღებდა, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ განყოფილებაში ძაღლები რეკავდნენ.

Zooclub

როგორც კი ოფიცერი სახლში შევიდა, მას კმაყოფილი ძაღლები შეხვდნენ, თუმცა, როგორც სამართალდამცველი აღნიშნავს, მცირედით დანაშაულს გრძნობდნენ.

რობერტსი სახლის პატრონის კაბინეტში შევიდა და მაშინვე დაინახა მაგიდაზე დატოვებული ტელეფონი. რადგანაც ექსტრემალური შემთხვევებისთვის 911-ის აპლიკაცია აპარატზე გამოყოფილად იყო, ძაღლებს თათის ან ცხვირის ერთი დარტყმით შეეძლოთ დარეკვა.

შინაური ცხოველების პატრონი მომხდარით პოლიციელებზე არანაკლებ გაკვირვებული იყო. მან ინციდენტის შესახებ მას შემდეგ დაიჯერა, რაც სამართალდამცველებმა მოასმენინეს ჩანაწერი ძაღლის ყეფით, რომელმაც 911-ში 16-ჯერ დარეკა.

რობერტსი კმაყოფილი იყო, რადგან სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა და დამნაშავეები მეგობრული ძაღლები აღმოჩნდნენ. მათ სახლში მარტო მოიწყინეს და ერთობოდნენ.

აი, რისთვის არიან მზად ძაღლები, რომ ადამიანების ყურადღება მიიპყრონ!

წყარო: braincharm.com

ასევე იხილეთ:

ძაღლებმა სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს

პოლიციელი გამოძახებაზე ქურდების დასაჭერად მივიდა, მაგრამ მსგავს სასაცილო სიტუაციას ვერ წარმოიდგენდა

ძაღლი, რომელიც ყველაზე ორიგინალურად ესალმება სახლში დაბრუნებულ პატრონს
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?