ვოლიერიდან გაპარული დათვების სახალისო ამბავი
ვოლიერიდან გაპარული დათვების სახალისო ამბავი
საქართველოს დათვების რეაბილიტაციის ცენტრმა რამდენიმე დღის წინ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა ფოტო, რომელსაც დართული ჰქონდა შემდეგი ტექსტი:

"ცოტა ხნის წინ დათვები დავკარგეთ. აი ასე, მივედით და ვოლიერში არ დაგვხვდნენ. ვათვალიერეთ ხის ტოტები, ყველა ბუჩქი მოვჩხრიკეთ, ბოლო ხმაზე ვიყვირეთ, მაგრამ არსაიდან ხმა, არსით ძახილი.

უცებ გაგვახსენდა, რომ რაღაც ნამეტანი ბევრს თხრიდნენ ამ ბოლო დროს. გავყევით თხრის კვალს და მივადექით უზარმაზარ ბუნაგს. აი ასე ცხვირამოყოფილები დაგვხვდნენ (მესამე სადღაც სიღრმეში იმალება). ამდენი ხმაურის შემდეგ, ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს. გემრიელი ხორცის ნაჭრებით მალევე ამოვიტყუეთ და
ბუნაგიც საგულდაგულოდ დავათვალიერეთ.

Zooclub

დაახლოებით ორი მეტრის სიგრძის და 1,5 მეტრი სიღრმის ბუნაგი აქვთ. რბილი წიწვოვანი
ტოტები, თივა და გამხმარი ბალახი მთელს ბუნაგშია მოფენილი. სიმშრალეა და სითბო. ხის ფესვებთან მცირე ღრიჭოებია დარჩენილი, საიდანაც მზე იჭყიტება. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალიან ძალიან კეთილმოწყობილი სახლი აქვთ.

ბუნებას რომ დაუბრუნდებიან, წარმოიდგინეთ როგორ გამოადგებათ იმის ცოდნა, რომ სახლის მოწყობა შეუძლიათ", - წერია Facebook-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დათვების რეაბილიტაციის პროგრამა თბილისის ზოოპარკის ინიციატივით მიმდინარეობს. ეს მოიცავს დათვებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, რათა სამომავლოდ მტაცებლებმა ველურ ბუნებაში დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ. 

წყარო: დათვების რეაბილიტაცია
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?