ანტარქტიდის ბინადარი არსებები
ანტარქტიდის ბინადარი არსებები
უმეტესობამ კარგად იცის პინგვინების ცხოვრების წესის შესახებ, თუმცა, ანტარქტიდაზე მხოლოდ ისინი არ ბინადრობენ. ადგილი, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია, არა ერთი ცოცხალი ორგანიზმია, თუმცა, ამ ეტაპზე მეცნიერების მიერ მხოლოდ მცირე სახეობების ნაწილია აღმოჩენილი.

ამ სტატიაში მოყვანილია ანტარქტიდის ბინადართა ნაწილი, რომლებიც მკაცრ პირობებთან ადაპტირებას მარტივად ახდენენ.

ბოლოფეხიანი (Tullbergia mediantarctica)

Zooclub

ეს სახეობა პირველად 1907 წელს აღწერეს. Tullbergia mediantarctica-ი თითქმის ყველა მატერიკზე გვხვდება, მაგრამ ანტარქტიდაზე ორი სახეობა ბინადრობს - Tullbergia antarctica, Tullbergia mixta.

რწყილი (Glaciopsyllus antarcticus)

Zooclub
არქტიდის ბინადარი არსებები" />

ეს პარაზიტი ფრინველის ბუმბულში ბინადრობს. მათი სიგრძე 4 მმ-ს არ აღემატება. პირველად Glaciopsyllus antarcticus-ი ანტარქტიდის ქარიშხალისებრის ბარტყის ბუმბულში აღმოაჩინეს. მოგვიანებით კი - ანტარქტიდაზე ბინადარ სხვა
ფრინველებში.

უფრთო კოღო (Belgica antarctica)

Zooclub

Belgica antarctica - უფრთო კოღოს სახეობა Chironomidae-ის ოჯახიდანაა. ის ანტარქტიდაზე ხმელეთის (არ ტოვებს მიწის ზედაპირს) უდიდესი ცხოველია.

მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთ წელს შეადგენს. იზამთრებენ ჭუპრსა და ლავრაში. ზრდასრული უფრთო კოღო ანტარქტიდაზე შეიძლება აღმოაჩინოთ დეკემბრიდან მარტამდე. ეს სახეობა გვხვდება ხავსზე, ნიადაგზე, კლდოვან ნაპრალებში. ასევე, ფრინველების ბუდეებში, მცირე ზომის გუბურებსა და წყალმცენარეებზე.

ანტარქტიკული კრილი

Zooclub

კიბორჩხალისნაირთა რიგის, Euphausiacea-ის ოჯახიდანაა. ეს სახეობა საკვები ჯაჭვის მთავარი ხერხემალია ანტარქტიდაზე. გარდა ამისა, ის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია - ბიომასა, რომელიც ფასდება 125-დან 750 მილიონ ტონამდე.

აქტინები (Edwardsiella andrillae)

Zooclub

ანემონის ერთადერთი ცნობილი სახეობა, რომელიც ყინულის ქვეშ ბინადრობს. პლანეტაზე ყველაზე მეტად შესწავლილი სახეობაა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს არსებები საზრდოობენ წყალში არსებული პლანქტონებით. 

არაპარაზიტული ტკიპა (Alaskozetes antarcticus)

Zooclub

ტკიპას ამ სახეობას უნარი აქვს გადარჩეს ყველაზე დაბალ ტემპერატურაზეც კი. ის ანტიფრიზის ნაცვლად გლიცეროლს იყენებს. მას შეუძლია გადარჩეს წყლის სრული გაქრობის შემთხვევაში.

ასევე იხილეთ:

რა ხდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ალასკის ტყეში?

მეცნიერებმა "მინი დრაკონის" სახეობა აღმოაჩინეს

National Geographic-ის არქივიდან ფოტოები, რომლებიც ამ დრომდე არავის უნახავს!
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?