10 ცხოველი, რომლებიც მეცნიერებისთვის ნაკლებად შესწავლილია
10 ცხოველი, რომლებიც მეცნიერებისთვის ნაკლებად შესწავლილია
თანამედროვე მეცნიერება ევოლუციამ მრავალი თავსატეხის წინაშე დააყენა. სპეციალისტებმა დიდი ხანია, ცოცხალი სახეობების კლასიფიცირება მოახდინეს, მაგრამ ცხოველების ნაწილი დღემდე რჩება მათი კატალოგის საზღვრებს მიღმა: მეცნიერებმა ამ ეტაპზე არ იციან, თუ რომელ კლასს მიაკუთვნონ ისინი. 

გობლინი-ზვიგენი

Zooclub

ნაწილობრივ, ამ მტაცებელთან შეხვედრის საშიშროება მყვინთავებსაც არ აქვთ. გობლინი ზვიგენი საკმაოდ ღრმა წყლებში ბინადრობს.

იქედნე

Zooclub

იქედნეს ორგანიზმი ყველაზე შეუფერებელია დღევანდელ კლიმატთან. მეცნიერების აზრით, ეს არსება დიდი ხნის გადაშენებული უნდა იყოს, თუმცა, ის დღევანდელ, ბუნების მკაცრ პირობებშიც გვხვდება.

ნელმავალი

Zooclub

ნელმავალი მკვლევარებმა იდეალურ ცოცხალ ორგანიზმად დაასახელეს: ევოლუციის (ასი მილიონი
წლის) განმავლობაში ეს მიკროსკოპული არსება საერთოდ არ შეცვლილა. ის იტანს ნებისმიერ ბუნებრივ პირობებს - ექსტრემალური
ტემპერატურიდან რადიაციულ დატვირთვამდე. კოსმოსში? კოსმოსში ნელმავალი თავს იდეალურად გრძნობს.

ფარულლაყუჩიანი

Zooclub

ეს ყველაზე დიდი ზომის ამფიბიაა მსოფლიოში. ის დედამიწაზე 170 მილიონი წლის წინ წარმოიშვა.

კიბორჩხალა-ჩოქელა

Zooclub

აკვარიუმისტები არც თუ ისე იშვიათად დილემის წინაშე დგებიან - ჩასვან თუ არა კიბორჩხალა-ჩოქელა აკვარიუმში, რადგან მისი კიდურები იმდენად ძლიერია, რომ დარტყმისას, სქელი მინაც ვერ უძლებს.

კაპიბარა

Zooclub

გავრცელებული აზრის მიუხედავად, კაპიბარა არც ისე იშვიათი ცხოველია. ეს მღრღნელები სამხრეთ ამერიკაში არაერთი წყალსაცავის ნაპირას გვხვდება. მეტიც, კაპიბარა, როგორც შინაური ცხოველი, ოჯახებშიც გვხვდება და პატრონებს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მათი ბინადრის წინაპრები 9 მილიონი წლის წინ წარმოიშვნენ.

ოკაპი

Zooclub

ოკაპი იმდენად გავრცელებული არ არის, როგორც კაპიბარა. ამ სახეობის უკანასკნელი წარმომადგენლები (ათი ათას ინდივიდზე ნაკლები) კონგოში ბინადრობენ - დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველ ადგილას.

ნაუტილუსი

Zooclub

ეს მოლუსკი 500 მილიონი წლის წინ წარმოიშვა - პალეოზოურ ეპოქაში. ამ შემთხვევაში ევოლუციამ გადაწყვიტა, რომ ის სრულყოფილი ყოფილიყო და დროთა განმავლობაში გარეგნულ ცვლილებებს არ საჭიროებდა: ნაუტილუსი დღევანდელ პირობებში ზუსტად ისეთივეა, როგორებიც მისი წინაპრები იყვნენ.

ჯოჯოხეთური კალმარი-ვამპირი (Vampyroteuthis infernalis)

Zooclub

გაუგებარია, თუ რატომ მიიღო ამ უვნებელმა არსებამ ასეთი სასტიკი სახელი. კალმარი-ვამპირი სიგრძეში 15 სმ-მდე იზრდება და ის პლანქტონებით იკვებება.

ლილისფერი ბაყაყი

Zooclub

ლილისფერი ბაყაყი თავის ცხოვრებას ტალახის სიღრმეში ატარებს. ეს არსება დედამიწაზე 130 წლის წინ გაჩნდა, მაგრამ სპეციალისტებმა ის 2003 წელს აღმოაჩინეს - გამოიცანით, სად? ტალახის სქელი ფენის ქვეშ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?