ამ შიმპანზეებმა მთელი ცხოვრება ტყვეობაში გაატარეს. მათ პირველად იგრძნეს თავისუფლების ბედნიერება!.. (+ვიდეო)
ამ შიმპანზეებმა მთელი ცხოვრება ტყვეობაში გაატარეს. მათ პირველად იგრძნეს თავისუფლების ბედნიერება!.. (+ვიდეო)
ინტერნეტში მრავალი ვიდეოა იმის შესახებ, თუ როგორ იქცევიან შიმპანზეები სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ამ რგოლში შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ ცხოველების რეაქციას გათავისუფლების დროს.

შიმპანზეებმა ტყვეობაში თითქმის 30 წელი გაატარეს. ზოგ მათგანს თავისუფლება არ ენახა, რადგან ტყვეობაში იყო დაბადებული, ზოგი კი ბუნებაში დაიჭირეს და მიყიდეს კომპანიებს, რომლებიც ცხოველებზე პროდუქციის ტესტირებას ატარებს.

მათი ტანჯვით სავსე ძველი ცხოვრება 2011 წლის სექტემბერს დასრულდა, როდესაც 38 შიმპანზე ნაკრძალში გაუშვეს.

ამ შიმპანზეებმა ცხოვრებაში პირველად იგრძნეს ბალახი, ნახ
ეს მზე და შეისუნთქეს თავისუფლება. მათი დაეჭვებული გამოხედვა აღფთოვანებამ და უსაზღვრო სიხარულმა შეცვალა.

ეს საოცრად ემოციური ვიდეო ცხოველებს მათი "ადამიანური" მხრიდან გვანახებს.


იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?