ჯეიდი ველტონში (სამხრეთ კაროლინა) ცხოვრობდა. თუ ამას ცხოვრება შეიძლება ვუწოდოთ.
შერმერონ-ვაგნერმა Boxer Butts & Other Mutts-ის დამაარსებელმა მას მანქანით გვერდით ჩაუარა და მაშინ შეამჩნია.
ჯეიდი ნაგვით სავსე ჭუჭყიან ეზოში იჯდა. წყლის ჭურჭელი ამობრუნებული და ცარიელი იყო.
“ეს გოგონა ისეთი ბედნიერი იყო ადამიანთან ურთიერთობით”, - წერს ჰაიდი ფეისბუქზე.
ჰაიდი ძაღლის მეპატრონეს ემუდარებოდა გაეთავისუფლებინათ ძაღლი, მაგრამ ოჯახი უარზე იყო.
“რა თქმა უნდა, მისი წაყვანა მაშინვე მინდოდა! თვალებზე ცრემლი მომადგა,
ყოველ ღამე ჰაიდი სიზმარში ხედავდა ძაღლს, რომელიც განთავისუფლებას სთხოვდა.
ერთხელ ჰაიდიმ ადგილობრივი თავშესაფრიდან შეტყობინება მიიღო. აღმოჩნდა, რომ ჯეიდი პატრონმა თავშესაფარში ჩააბარა. მას ჰკითხეს, უნდოდა თუ არა ჯეიდის აყვანა.
რა თქმა უნდა! ყველაზე მეტად!
დღეს ღობე აღარ იქნება ჯეიდისა და ჰაიდის შორის. მას ჯანმრთელობის პრობლემები აღმოაჩნდა. მკურნალობამ დიდი დრო წაიღო.
ძაღლს ჰქონდა ხველის შეტევა, ყურები ტკიპების მიერ დასისხლიანებული. ჰყავდა გულის ჰელმინტები.
წინა ცხოვრებიდან დარჩა შიშები.
“როგორც ჩანს, მას სცემდნენ, რადგან მოფერების დროს ის იბუზება”.
მაგრამ სიყვარულს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. წარსულის “დემონების” განდევნაც კი.
“არ შემიძლია სიტყვებით გამოვხატო ჩემი ბედნიერება იმის გამო, რომ ეს გოგონა ჩემთანაა”.
ჯეიდი ჰაიდის სახლში მისთვის რთულ ცხოვრებისეულ პერიოდში შევიდა: ამ კვირაში მან თავისი უსაყვარლესი მეგობარი ძაღლი, სახელად ანნა დაკარგა.
“ჯეიდი დამეხმარა ჩემს ტკივილს მოვრეოდი. ეს გოგო ჩემი ბედნიერებაა”, - ამბობს ჰაიდი.